ვალერი ლოგუა
ვალერი ანდრიას ძე ლოგუა (დ. 25 ნოემბერი, 1941, გუდაუთა, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 23 მაისი, 2020, სოხუმი) — აფხაზი, აფხაზეთის ასსრ-ისა და სეპარატისტული აფხაზეთის სპორტისა და ფიზიკური კულტურის დამსახურებული მუშაკი. სკკპ-ის წევრი (1968).
ბიოგრაფია
რედაქტირებავალერი ანდრიას ძე ლოგუა დაიბადა 1941 წლის 25 ნოემბერს ქალაქ გუდაუთაში. დაამთავრა სოხუმის ა. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობით.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო „საქმთავარენერგოს“ სისტემაში მუშად. ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა პარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1965 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება „სპარტაკის“ აფხაზეთის საოლქო საბჭოს ინსტრუქტორ-მეთოდისტად.
1967 წლიდან კომკავშირულ სამუშაოზეა — იყო საქართველოს ალკკ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, საფინანსო-სამეურნეო განყოფილების გამგე. 1975-1977 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის მშენებლობის სმაინისტროს №6 ტრესტის პარტკომის მდივანი, 1977-1981 წლებში — პროფკავშირთა კურორტების მართვის აფხაზეთის საოლქო საბჭოს დასასვენებელ სახლ „აგუძერას“ დირექტორი, 1981-1987 წლებში — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1987-1991 წლებში აფხაზეთის ასსრ-ის ფიზიკური კულტურისა და სპორტული სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
1994 წლიდან იყო სეპარატისტული აფხაზეთის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ უცვლელი ვიცე-პრეზიდენტი.
ვალერი ლოგუა გარდაიცვალა 2020 წლის 23 მაისს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №34 (12400), 18 თებერვალი, 1987