აფშილეთი

(გადამისამართდა გვერდიდან აფსილეთი)

აფშილეთი, აფსილეთიაფშილებით დასახლებული ტერიტორია ისტორიულ კოლხეთში. თავდაპირველად ფლავიუს არიანეს (II საუკუნე) ცნობით, მოიცავდა ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტს მდინარე ღალიძგის ჩრდილოეთით მდინარე კოდორამდე. წარმოადგენდა რომის ვასალურ პატარა სამთავროს. IV საუკუნისთვის სამხრეთიდან ლაზების (ეგრების) მოწოლის შედეგად უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლა კოდორს გადაღმა და, როგორც ქართული წყაროებიდან (ჯუანშერი) ჩანს , ქ. ცხუმი (სოხუმი) უკვე მის მიწა-წყალზე ივარაუდება. IV-VI საუკუნეებში აფშილეთი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოში შედიოდა როგორც მისი ქვეშევრდომი სამთავრო. მისი მთავარი ლაზების მეფეს ხარკს უხდიდა და ჯარითაც უნდა დახმარებოდა. VII საუკუნის I ნახევარში ბიზანტიის ხელისუფლებამ მისი დასავლეთი ნაწილი აბაზგიასთან გააერთიანა და აფშილეთმა დამოუკიდებელი სამთავროს სტატუსი დაკარგა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი (მდინარე კოდორის სამხრეთით) ეგრისს შეერწყა. VII საუკუნიდან ბიზანტიის მწელებისათვის აფშილეთი გაიგივებული იყო აბაზგიის პოლიტიკურ ცნებასთან, ხოლო VIII საუკუნიდან ქართულ წყაროებში — ტერმინ „აფხაზეთთან“.

ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების მხარეები აფხაზეთში:
1. მთიანი აფხაზეთი (ძირითადი აფხაზეთი)
2. ზღვისპირა აფხაზეთი (ძვ. სამხრეთი ჰენიოხეთი)
3. შიდა ჰენიოხეთი (სანიგეთი)
4. ჯიქეთი (ძვ. ჩრდილო ჰენიოხეთი)
5. აბსილეთი (ძვ. კორახეთი)
6. მისიმიანეთი (ძვ. კოლაეთი)
7. აფხაზეთისა და ეგრისის სანაპირო მხარე „შუა სოფელი“
  • არიანე ფლავიუს, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961;
  • პროკოპი კესარიელი, De bello gothico. წგნ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. , ტ. 2, თბ., 1965

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 2, გვ. 28, თბ., 1977
  • ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1,გვ. 248, თბ., 1997