აფშილები, აფსილები — ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომი. პირველად იხსენიებს რომაელი მწერალი გაიუს სეკუნდუს პლინიუსი (I საუკუნე). სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმის) ახლოს, მის სამხრეთით. II საუკუნიდან ჰქონდათ საკუთარი სამთავრო, რომლის გამგებელს რომის იმპერატორი ამტკიცებდა. მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებ წყაროებში ცნობები არ მოგვეპოვება. სახელწოდების მიხედვით მკვლევართა ნაწილი მათ მიიჩნევს თანამედროვე აფხაზთა (აფსუების) წინაპრებად, ხოლო ნაწილი — ქართველურ ტომად. IV საუკუნიდან შედიოდნენ ლაზიკის სამეფოში. VII საუკუნის I ნახევარში აბაზგებთან გაერთიანდნენ, მათი ნაწილი კი დასავლურ-ქართულ ტომებს შეერწყა. VIII საუკუნის შემდეგ წყაროებში მათ ცალკე აღარ იხსენიებენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 2, გვ. 28, თბ., 1977
  • ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1,გვ. 248, თბ., 1997