აფროდისიასი
აფროდისიასი (ძვ. ბერძნ. Ἀφροδισιάς) — ძველი ბერძნული ელინისტური მცირე ქალაქი ისტორიულ კარიაში, დასავლეთი ანატოლიის კულტურულ რეგიონში, თურქეთი. მდებარეობს თანამედროვე სოფლის გეირეს მახლობლად, ეგეოსის ზღვის სანაპიროდან 100 კმ-ის დაშორებით და იზმირიდან სამხრეთ-დასავლეთით 230 კმ-ში.
აფროდისიასი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv, vi |
სია | [2] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 37°42′30″ ჩ. გ. 28°43′25″ ა. გ. / 37.70833° ჩ. გ. 28.72361° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2017 (41-ე სესია) |
ნომერი | 1519 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1519 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აფროდისიასმა სახელწოდება მიიღო ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს მიხედვით, რომელსაც ქალაქში თავისი საკულტო გამოსახულება ჰქონდა სახელწოდებით „აფროდისიასის აფროდიტე“. X საუკუნის ბიზანტიური ენციკლოპედიის სვიდას მიხედვით, სანამ ქალაქს ეწოდებოდა აფროდისიასი, იგი ცნობილი იყო სამი სახელწოდებით: ლელეგონ-პოლისი (ლელეგის ქალაქი), მეგალე-პოლისი (დიდი ქალაქი) და ნინოე[1].
640 წლამდე გვიან ანტიკურ ხანაში, როდესაც ქალაქი შედიოდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში, მისი სახელი იყო სტაუროპოლისი (ჯვრის ქალაქი)[2].
2017 წელს ისტორიული ქალაქის ნანგრევები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[3].
ისტორია
რედაქტირებააფროდისიასი იყო რომის პროვინცია კარიის დედაქალაქი[4].
კარიული თეთრი და ცისფერი მარმარილო იყო ფართოდ გავრცელებული ელინისტურ და რომაულ პერიოდებში. გამოიყენებდნენ შენობათა ფასადებისა და ქანდაკებებისათვის. აფროდისიასის მარმარილოს ქანდაკებები განთქმული იყო რომაულ პერიოდში. ქანდაკებების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს აფროდისიასში. აფროდიტე აფროდისიელის რამდენიმე ქანდაკება აღმოაჩინეს რომაული სამყაროს სხვა ნაწილებშიც, კერძოდ თანამედროვე პორტუგალიის ქალაქ ბეჟაში[5].
ქალაქში იყო ქანდაკებისა და ფილოსოფიის ცნობილი სკოლები. V საუკუნის ბოლომდე რჩებოდა პაგანიზმის ცენტრად[4]. ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია VII საუკუნის დასაწყისში და არასოდეს დაუბრუნებია თავისი ბრწყინვალება. დაახლოებით ამავე დროს მას უწოდეს სტაუროპოლისი (ბერძ. Σταυροῡπολις, "ჯვრის ქალაქი"), მაგრამ უკვე VIII საუკუნიდან ცნობილია კარიის სახელით, მოგვიანებით ჩამოყალიბდა მისი თურქული სახელწოდება გეირე[4][6].
ბიზანტიურ პერიოდში, ქალაქი იყო ფისკალური ადმინისტრაციული ერთეული „დიოცეზი“[6].
XIII საუკუნის ბოლოდან ქალაქი საბოლოოდ ოსმალების კონტროლის ქვეშაა[4].
შენობები
რედაქტირებაისტორიული ქალაქის აფროდისიასის ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული ნაგებობა. მათ შორის აღსანიშნავია: აფროდიტეს ტაძარი, მონუმენტური ალაყაფი, ბულევტერია (კონსულის სახლი), სებასტეიონი, სტადიონი და სხვა.
არქეოლოგია
რედაქტირებაპირველი ფორმალური არქეოლოგიური გათხრები განხორციელდა 1904-1905 წლებში, საფრანგეთის რკინიგზის ინჟინერ პოლ აუგუსტინ გუდინის მიერ. რამდენიმე არქოლოგიური აღმოჩენა (ძირითადად ფრიზები, პილასტრები და კაპიტელები) ამჟამად ინახება ბრიტანეთის მუზეუმში[7]. ყველაზე უახლესი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ქენან ერიმმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეგიდით 1962 წელს, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობენ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი რ. სმიტი და კატერინა ვოლში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.
2014 წლის სექტემბერში დრონის საშუალებით გადაიღეს და დაამზადეს აფროდისიასის ზემო ხედის 3D რუკა. მონაცემები ანალიზისთვის გადაიგზავნა ვენაში ავსტრიის არქეოლიოგიურ ინსტიტუტში[8].
ლიტერატურა
რედაქტირება- Foss, C., S. Mitchell, et al. (2007), 'Aphrodisias/Ninoe', http://pleiades.stoa.org/places/638753/.
- Erim, Kenan T., "Aphrodisias, Awakened City Of Ancient Art", National Geographic Magazine, 1972, June.
- Erim, Kenan T., "Aphrodisias", Net Turistik Yayinlar A.S. (Istanbul, 1990).
- Erim, Kenan T., Aphrodisias: City of Venus Aphrodite (New York: Facts on File, 1986).
- Joukowsky, Martha Sharp, Pre-Historic Aphrodisias (Université Catholique de Louvain 1996) available at https://web.archive.org/web/20080709045224/http://www.oxbowbooks.com/bookinfo.cfm/ID/6582/Location/DBBC
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website დაარქივებული 2018-12-19 საიტზე Wayback Machine.
- Aphrodisias, the Greek goddess of love
- New York University, Aphrodisias Excavations website
- Inscriptions found in Aphrodisias
- Aphrodisias დაარქივებული 2010-01-18 საიტზე Wayback Machine.
- Sebasteion: Aphrodisias School of Sculpture
- Monuments of Aphrodisias, summarised by Turizm.net, a Turkish travel guide
- History of Aphrodisias, birth place of the goddess of love
სქოლიო
რედაქტირება- ↑ See Suda Online s.v. Ninoe, [1] დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. (accessed 25-12-2006); the elite of Aphrodisias linked their founding to the Assyrian ruler called in Greek Ninus, the eponymous founder also of Nineveh.
- ↑ Siméon Vailhé, "Stauropolis" The Catholic Encyclopedia, 1912 full text, citing Heinrich Gelzer, Ungedruckte ... Texte der Notitiæ episcopatuum, 534. The name Tauropolis, said to have been borne by the town prior to that of Stauropolis, is an error of several scholars, e.g. Revue des études grecques 19:228-30; the error 'Tauropolis' derives from inscription IAph 42: see discussion by Roueché at ALA VI.48
- ↑ UNESCO 2017 inscriptions
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Foss, Clive (1991). "Aphrodisias". In Kazhdan, Alexander. The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 128. ISBN 0-19-504652-8.
- ↑ Peter Noelke, "Zwei unbekännte Repliken der Aphrodite von Aphrosias in Köln" Arkäologischer Anzeiger 98.1:107-31.
- ↑ 6.0 6.1 (1994) „Karia/Stauropolis“, Catalogue of Byzantine Seals at Dumbarton Oaks and in the Fogg Museum of Art, Volume 2: South of the Balkans, the Islands, South of Asia Minor. Washington, DC: Dumbarton Oaks Research Library and Collection, გვ. 167–169. ISBN 0-88402-226-9.
- ↑ British Museum Collection
- ↑ Hudson, Hal (24 September 2014). „Air-chaeological drones search for ancient treasures“ (2988). New Scientist. ციტირების თარიღი: 2 October 2014.