აფრიკული სოციალიზმი
აფრიკული სოციალიზმი — მართვის სისტემა, რომელიც გვთავაზობს რესურსების განაწილების „ტრადიციულ“ აფრიკულ გზას კლასიკური სოციალიზმისაგან განსხვავებით. აფრიკელი სოციალისტები ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ ევროპულ სოციალისტურ სწავლებას.
1950-1960-იანი წლების მრავალი აფრიკელი პოლიტიკოსი უჭერდა მხარს აფრიკულ სოციალიზმს, მაგრამ ხშირად მათი კონცეფციები და სოციალიზმისადმი მიდგომები აშკარად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. აფრიკის სოციალისტური თეორია შემოთავაზებული იყო ტანზანიის პრეზიდენტის, პარტია ჩამა ჩა მაპინდუზის ლიდერის, ჯულიუს ნიერერეს მიერ. მის თეორიას ეწოდა სოციალიზმი უჯამაა, რომელიც მიმართავდა ოჯახური თემის კოლქტიურობის პრინციპებს.
იდეოლოგია
რედაქტირება1960-იან წლებში მრავალმა აფრიკულმა სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ახალი ლიდერები მიხვდნენ, რომ ევროპელებზე ვერ გაიმარჯვებდნენ, თუკი იმავე მართვის სისტემას გამოიყენებდნენ რასაც იყენებდნენ მათი „მჩაგვრელი“ კაპიტალისტები. სწორედ ამიტომ სოციალიზმი პოპულარული იყო აფრიკელ ლიდერებს შორის.
აფრიკული სოციალიზმის დამცველები აცხადებდნენ, რომ ეს მიმდინარეობა არ იყო კაპიტალიზმის წინააღმდეგ მიმართული. ისინი მიიჩნევდნენ რომ ეს იყო აფრიკული ფენომენი, აფრიკული მოვლენა.
აფრიკული სოციალიზმის მომხრეები
რედაქტირება- რობერტ მუგაბე (ზიმბაბვე)
- ამილკარ კაბრალი (გვინეა-ბისაუ და კაბო-ვერდე)
- კენეთ კაუნდა (ზამბია)
- მოდიბო კეიტა (მალი)
- სამორა მაშელი (მოზამბიკი)
- ნელსონ მანდელა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
- ტაბო მბეკი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). პრეზიდენტი 2008 წლამდე
- ალბერტ ლუთული (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ნობელის პრემიის ლაურეატი
- მიშელ მიჩომბერო (ბურუნდი)
- ედუარდო მონდლანე (მოზამბიკი)
- კვამე ნკრუმა (განა)
- სემ ნუიომა (მანამიბია)
- ჯულიუს ნიერერე (ტანზანია)
- ოგინგა ოდინგა (კენია)
- დიდიე რაცირაკა (მადაგასკარი)
- ჯერი როლინგსი (განა)
- თომას სანკარა (ბურკინა-ფასო)
- ლეოპოლდ სედარ სენგორი (სენეგალი)
- აჰმედ სეკუ ტურე (გვინეა)
- მატიე კერეკუ (ბენინი)
ისეთი ლიდერები, როგორებიც იყვნენ აგოსტინიო ნეტო, მარიენ ნგუაბი, კვამე ნკრუმა, მენგისთუ ჰაილე მარიამი და მოჰამედ სიად ბარე თავს თვლიდნენ სოციალისტებად, გამოაცხადეს სოციალიზმის მშენებლობა საკუთარ ქვეყნებში, მაგრამ საბჭოთა და არა აფრიკული მეთოდის მიხედვით, ხოლო მუამარ კადაფიმ აირჩია განვითარების მესამე გზა, რომელსაც ბევრი საერთო ჰქონდა სოციალიზმთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bismarck U. Mwansasu and Cranford Pratt, Towards Socialism in Tanzania, University of Toronto Press, Toronto, 1979.
- Fenner Brockway, African Socialism, The Bodley Head, London, 1963.
- Ghita Jonescu and Ernest Gellner, Populism, Weidenfeld and Nicholson, London, 1969.
- Paolo Andreocci, Democrazia, partito unico e populismo nel pensiero politico africano, in Africa, Rome, n. 2-3, 1969.
- Peter Worsley, The Third World,Weidenfeld and Nicholson, London, 1964.
- William H. Crawford and Carl G.Rosberg jr., African Socialism, Stanford University press, California, 1964.
- Yves Bénot, Idélogies des Indepéndances africaines, F.Maspero, Paris, 1969.