ჩამა ჩა მაპინდუზი
ჩამა ჩა მაპინდუზი (სუაჰ. Chama cha Mapinduzi — რევოლუციის პარტია, რევოლუციური პარტია) — ტანზანიის მმართველი, სოციალისტური მიმართულების პარტია. დაარსდა 1977 წლის 5 დეკემბერს ჯულიუს ნიერერეს ინიციატივით და დღემდე დომინირებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პარტიის წინამორბედები იყვნენ 1954 წელს დაარსებული ტანგანიიკის აფრიკის ეროვნული კავშირი და 1957 წელს დაარსებული ზანზიბარის პარტია აფრო-შირაზი.
Chama cha Mapinduzi ჩამა ჩა მაპინდუზი | |
---|---|
ქვეყანა | ტანზანია |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ჯაკაია კიკვეტე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1977 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | აფრიკული სოციალიზმი, დემოკრატიული სოციალიზმი, პანაფრიკანიზმი, უჯამაა |
საერთაშორისო კავშირები | |
საერთაშორისო აკრედიტაცია | სოციალისტური ინტერნაციონალი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
287 / 393 |
ზანზიბარის პარლამენტი |
81 / 85 |
ფერები | მწვანე და ყვითელი |
შტაბ-ბინა | დოდომა, ტანზანია |
ccm.or.tz |
გამოსცემს გაზეთს „Uhuru“ („თავისუფლება“), რომელიც გამოდის სუაჰილის ენაზე.