აფრიკული ანჰინგა (ლათ. Anhinga rufa) — ფრინველი ანჰინგისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია აფრიკაში (საჰარის უდაბნოს სამხრეთით) და ერაყში. ერთ-ერთი ქვესახეობა (Anhinga rufa chantrei), რომელიც გავრცელებული იყო თურქეთსა (გაქრა 1930-იანებში) და ისრაელში (გაქრა 1950-იანებში), აღარ არსებობს წყალსატევების შრობის გამო. აფრიკული ანჰინგა ადრე ითვლებოდა ინდური ანჰინგის ქვესახეობად, მაგრამ 2005 წლიდან მიენიჭა სახეობის სრული სტატუსი. მისი სხეულის სიგრძეა 80 სმ-მდე. მამლები შეფერილნი არიან შავად, დედლები — მოყავისფრო-შავად. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, კიბოსნაირებით. ნადირობისას მხოლოდ წყლიდან ამოყოფილი თავი ჩანს, ამ დროს გრძელი კისერი წყლის ქვეშაა მოქცეული. ნადირობის შემდეგ, აფრიკული ანჰინგა ფრთებს შლის და გასაშრობად ზის. ბუდეს აკეთებს ხეებზე, რომელშიც 3–6 კვვერცხს დებს. ხშირად ბუდობს ყანჩებთან, ოყარებთან და ჩვამებთან ერთად.

აფრიკული ანჰინგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anhinga rufa (Daudin, 1802)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696705
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება