ჩვამასებრნი (ლათ. Phalacrocoracidae) — ფრინველთა ოჯახი რეგვენასნაირთა რიგისა.[1] გრძელკისერა, ტანად დიდი ფრინველებია (სხეულის სიგრძეა 55-92 სმ, მასა — 800 გ — 4 კგ). აქვთ გრძელი, კაუჭიანი ნისკარტი. კარგად ფრენენ, ყურყუმელაობენ და წყალქვეშ ცურავენ. შებუმბლულნი არიან შავად, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავთ. ბინადრობენ კოლონიურად კლდეებსა ან ხეებზე. იკვებებიან თევზით. ოჯახში 2 გვარია: ნანოპტერუმი, რომელიც წარმოდგენილია 1 სახეობით, და ნამდვილი ჩვამები, რომლებიც სპორადულად არიან გავრცელებული თითქმის მთელ მსოფლიოში.