აფრიკის ფილა

(გადამისამართდა გვერდიდან აფრიკის ბაქანი)

აფრიკის ფილატექტონიკური ფილა, რომელიც უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილის გამოკლებით, მოიცავს აფრიკის კონტინენტის დიდ ნაწილსა და დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიბჯენილ ოკეანურ ქერქს. აფრიკის ფილას დასავლეთით ესაზღვრება ჩრდილოეთ ამერიკის ფილა და სამხრეთ ამერიკის ფილა, აღმოსავლეთით არაბეთის ფილა და სომალის ფილა, ჩრდილოეთით ევრაზიის ფილა, ეგეოსის ზღვის ფილა და ანატოლიის ფილა, ხოლო სამხრეთით ანტარქტიდის ფილა.[1]

აფრიკის ფილა
ტიპი ძირითადი
ფართობი 61,300,000 კმ²
ადგილი აფრიკა, ატლანტის ოკეანე, ხმელთაშუა ზღვა, წითელი ზღვა

60–10 მლნ. წლის წინ აფრიკის ფილისგან რიფტინგი დაიწყო სომალის ფილამ აღმოსავლეთ აფრიკის რიფტის გასწვრივ. ვინაიდან აფრიკის კონტინენტი შედგება აფრიკისა და სომალის ფილების ქერქისაგან, ზოგიერთი ლიტერატურა აფრიკის ფილას „ნუბიის ფილის“ სახელწოდებით მოიხსენიებს.[2]

აფრიკის ფილის დასავლეთი კიდე დივერგენტული საზღვარია ჩრდილოეთ ამერიკის ფილასთან ჩრდილოეთით და სამხრეთი ამერიკის ფილასთან სამხრეთით, რომელიც ქმნის შუაატლანტიკური ქედის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს. აფრიკის ფილა ჩრდილო-აღმოსავლეთით შემოზღუდულია არაბეთის ფილით, სამხრეთ-აღმოსავლეთით სომალის ფილით, ჩრდილოეთით ევრაზიის ფილით, ეგეოსის ზღვის ფილითა და ანატოლიის ფილით, ხოლო სამხრეთით ანტარქტიდის ფილით.[1]

ჩრდილოეთი საზღვრისა და აზორის კუნძულებთან მდებარე ტერსეირის რიფტის მცირე სეგმენტის გამოკლებით, ყველა აღნიშნული საზღვარი დივერგენტულია ან სპრედინგული.[1]

აფრიკის ფილა შეიცავს რამდენიმე კრატონს, ძველი ქერქის სტაბილურ ბლოკებსა და ნაკლებად სტაბილურ ტერეინებს. სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გამოიყოფა კალაჰარის კრატონი, კონგოს კრატონი, ტანზანიის კრატონი და დასავლეთ აფრიკის კრატონი.[1]