აურიპიგმენტი

მინერალი

აურიპიგმენტი (ლათ. auripigmentum – ოქროსფერი საღებავი) — მინერალი. ქიმიური შედგენილობა As2S3, შეიცავს As 60,91%-სა და S 39,09%-ს. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმული აქვს, აგრეგატები — ფურცლოვანი, მარცვლოვანი, თირკმლისებრი და სხვა. აურიპიგმენტი ოქროსფერია, უფრო იშვიათად ნარინჯისფერ-ყვითელი, ზოგჯერ მორუხო. ელვარება — ცხიმოვანი, ტკეჩადობის სიბრტყეზე — სადაფისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 1,5–2; სიმკვრივე 3490 კგ/მ³. გვხვდება დაბალტემპერაუტიან ჰიდროთერმულ საბადოებში რეალგართან, ანტიმონიტთან და სხვა პარაგენეზისში, აგრეთვე ცხელი მინერალური წყლების გამონალექებსა და მოქმედი ვულკანების სუბლიმატებში. დარიშხანის მადნის ერთ-ერთი მთავარი მინერალია. იყენებენ ლითონური დარიშხანის და დარიშხანის სამჟანგის მისაღებად.საქართველოში მოიპოვება ლუხუნის დარიშხანის საბადოში.

აურიპიგმენტი
აურიპიგმენტი
საერთო
კატეგორიასულფიდები
ქიმიური ფორმულაAs2S3
იდენტიფიკაცია
ფერიოქროსფერია, უფრო იშვიათად ნარინჯისფერ-ყვითელი, ზოგჯერ მორუხო.
TwinningOn {100}
დისპერსიაnα = 2.400
nβ = 2.810
nγ = 3.020
სიმკვრივე3490 კგ/მ³ კგ/მ³

კრისტარული სტრუქტურა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: