ლუხუნის დარიშხანის საბადო

ლუხუნის (ლუხუმის) დარიშხანის საბადო, მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, მადნისღელის (მდინარე ლუხუნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. საბადო დაკავშირებულია ზედაიურულ-ქვედაცარცული ფლიშის ზედა კარბონატულ წყებასთან. წყების სამხრეთ პერიფერიაზეა შეცოცების ტიპის რღვევა, რომლის ფარგლებშიც ლოკალიზებულია მადნიანი სხეული.

მთავარი მადნეული მინერალებია რეალგარი და აურიპიგმენტი. საბადო მიეკუთვნება ჰიდროთერმულ ტიპს. წარმოშობილია დაბალ და ნაწილობრივ საშუალო ტემპერატურაზე, ძირითადად გვერდითი ქანების მეტასომატური შეცვლის შედეგად და უკავშირდება კაინოზოური ასაკის მაგმატიზმს. ლუხუნის დარიშხანის საბადოს ბაზაზე სოფ. ურავში მუშაობს რაჭის სამთომეტალურგიული კომბინატი.

ლიტერატურა

რედაქტირება