მთავარი მენიუს გახსნა

რეალგარი (ფრანგ. réalgar<არაბ. რაჰჯ ალ-ღარმაღაროს მტვერი) — სულფიდების კლასის მინერალი; ქიმიური შემადგენლობა . კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმული აქვს. ჩვეულებრივ გვხვდება მკვრივი მარცვლოვანი ან ფხვნილისებრი მასის სახით. კაშკაშა ნარინჯისფერ-წითელია. სიმაგრა მინერალოგიური სკალით 1,5–2; სიმკვრივე 3560–3590 კგ/მ³. წარმოიქმნება ძირითადად ჰიდროთერმული გზით. დარიშხანის მნიშვნელოვანი მადანია. რეალგარის საბადოებია ამიერკავკასიაში (აღსანიშნავია ლუხუნის (ლუხუმის) დარიშხანის საბადო), ჩეხეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვ.

რეალგარი
Realgar-229713.jpg
საერთო
ქიმიური ფორმულაAsS
იდენტიფიკაცია
ფერიკაშკაშა ნარინჯისფერ-წითელია
კრისტალის სინგონიამონოკლინურ
სიმაგრე მოოსის სკალით1,5–2
სიმკვრივე3560–3590 კგ/მ³

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება