ატკვერი
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებ
ატკვერი[1], ზაგარი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. უღელტეხილი აკავშირებს სოფლებს უშგულსა (ენგურის ხეობა) და ცანას (ცხენისწყლის ხეობა). ზღვის დონიდან 2642 მ. სვანეთის ქედის უდაბლესი და ერთადერთი საავტომობილო უღელტეხილი. მოვაკებული უნაგირაა. დაფარულია ალპური მდელოებით.
ატკვერი (ზაგარი) | |
---|---|
ატკვერი | |
კოორდინატები: 42°54′56″ ჩ. გ. 43°06′06″ ა. გ. / 42.91556° ჩ. გ. 43.10167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2642 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 244.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.