ასტურ-ლეონური ლინგვისტური ჯგუფი


ასტურ-ლეონურირომანული ენების, დასავლეთ იბერიული ნაწილის, ერთი ლინგვისტური ჯგუფის ზოგადი სახელი. ჯგუფში შემავალ ენებს აქვთ სხვადასხვა სახელები: ასტურიული, ასტურიანუ ან ბაიბელი ესპანეთის პროვინცია ასტურიაში; ლეონის ენა, ლლიონეს, ესპანეთის ლეონის (დასავლეთ ნაწილში), ზამორას, სალამანკას პროვინციებში და პორტუგალიაში ბრაგას ოლქის ქალაქებში: რიუ-დე-ონორში და გუადრამილში; მირანდიული ენა მირანდა-დუ-დორუს მუნიციპალიტეტში (პორტუგალია). ასტურ-ლეონსურის ესპანურთან მიახლოებილ დიალექტზე საუბრობენ კანტაბრიაში, სადაც მას კანტაბრიულს ან მონტანესს ეძახიან. სხვა და სხვა შეხედულებებია იმის თაობაზე თუ საიდან წარმოიშვნენ ეს ენები, ძირითადად განიხილებიან როგორც ესპანურის დიალექტები. ესტრემადიური რომელიც გამოიყენება ჩრდილო-დასავლეთ ესტრემადურაში არის ამ ჯგუფის ყველაზე განსხვავებული ენა.

ასტურ-ლეონური
Asturllionés
გავრცელებულია ესპანეთში (ასტურიის, ესტრემადურის, კასტილია და ლეონის ავტონომიურ რეგიონებში და კანტაბრიაში) და პორტუგალიაში
მოლაპარაკეთა რაოდენობა 300 000 - 450 000
ოფიციალური სტატუსი არ აქვს
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული
იტალიკური
რომანული
დასავლეთ იტალიური
გალურ-იბერიული ენები
იბერიულ-რომანული ენები
დასავლეთ იბერიული ენები
ასტურ-ლეონური ლინგვისტური ჯგუფი
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-1: არ აქვს

ISO 639-2:
astასტურიული
extესტრემადიური
mwlმირანდული
ISO/FDIS 639-3: ასტორიული, ესტრემადიური, მირანდული

ლეონური ენა რომელიც არის ამ ჯგუფის დომინანტი ენა განიხელებოდა როგორც ესპანურის არაფორმალური დიალექტი მაგრამ 1906 წელს რამონ მენენდეს პიდალმა აჩვენა რომ ის იყო წარმოშობილი ლეონის სამეფოში ლათინურის ევოლუციით .

პორტუგალიაში, მირანდიული ენა არის ოფიციალურად აღიარებული.

ამ ნების ჯგუფი წარმოიშვა უხეში ლათინურიდან, მასთან რომანული ენების შერწყმით, რომლებსაც იყენებდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები მოსახლეობა. კასტილიური ენა წარმოიშვა მოგვიანებით XIV საუუნეში, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიწყო რეგიონში პოლიტიკური და საეკლესიო მმართველების გაგზავნა.

 
ასტურ-ლეონური ლინგვისტური ჯგუფის ენების გავრცელების არეალი

ასტურიული

რედაქტირება

1974 წლიდან დაიწყო ასტურიული ენის დაცვის და პოპულარიზაციის მცდელობა. 1981 წლიდან ასტურიული ან ბაიბლი ოფიციალურად მოიხსენიება როგორც ენა და ადგილობრივი მთავრობის მიერ სპეციალური დაცვის სუბიექტად იქნა ცნობილი. 1994 - ში 100 000 ადამიანისთვის ეს ენა იყო მშობლიური, და 450 000 ვისთვისაც მეორე ენა. მიუხედავად ამისა ასტურიულის მდგომარეობა კრიტიკულია, ბოლო ასი წლის განმავლობაში ამ ენაზე მოსაუბრეების მნიშვნელოვნად შემცირების გამო. მეოცე საუკუნუს ბოლოს ასტურიული ენის აკადემიამ (Academia de la Llingua Asturiana) ამ ენის გადასარჩენად დაიწყო ისეთი ინსტრუმენტების შექმნა როგორიცაა: გრამატიკა, ლექსიკონი და პერიოდული გამოცემები. ასტურიელი მწერლების ახალი თაობა ცდილობს დაიცვას ენა. ამ ცვლილებებმა ასტურიულ ენანის გადარჩენის იმედი შექმნა.

90-იანი წლების ბოლოს რამდენიმე ორგანიზაცია ეწეოდა ლეონიური ენის კურსების პოპულარიზაციას. 2001-ში ლეონის უნივერსიტეტმა შექმნა კურსი ლეონური ენის მასწავლებელთათვის. პროვინციის და ადგილობრივმა მთავრობებმა შექმნეს ლეონური ენის კურსები მოზრდილთათვის. დღეისთვის ლეონური ენის სწავლა შესაძლებელია ლეონის პროვინციის დიდ ქალაქებში, ზამორასა და სალამანკას პროვინციებში.

შექმნილ სიტუაციას ლეონური ენა მიჰყავს გაქრობამდე, ის იუნესკოს მიერ მიჩნეულია საფრთხეში მყოფ ენად. ადგილობრივი მთავრობა ცდილობს მიმართოს ენის გადარჩენის ღონისძიებებს, მოსახლეობაში მისი პოპულაციის გზით. თუმცა ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით ამ ენას ორ თაობაში გაქრობა მოელის.

მიუხედავად სირთულეებისა, ახალგაზრდა ადამიანების რაოდენობა ვინც ამ ენას იყენებენ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ლეონის კონსული ამ ენას იყენებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე არის კურსები მოზრდილთათვისაც. 16 სკოლაში ლეონური არის მთავარი ენა.

ლეონურ ენას აქვს სპეციალური სტატუსი კასტილიის და ლეონის ავტონომიაში.

მირანდიული

რედაქტირება

პორტუგალია უფრო წინ წავიდა მირანდიული ენის დასაცავად. რომელიც ახლოსაა ასტორიულ და განსაკუთრებით ლეონურ ენასთან. მირანდიული ოფიციალურად იქნა ცნობილი პორტუგალიის მიერ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება