მიხეილ ასტანგოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ასტანგოვი, მიხეილ)

მიხეილ თედორეს ძე ასტანგოვი (რუს. Михаи́л Фёдорович Аста́нгов) (ნამდვილი გვარი რუჟნიკოვი); დ. 3 ნოემბერი [ძვ. სტ. 21 ოქტომბერი], 1900, ვარშავა — გ. 20 აპრილი, 1965, მოსკოვი) — რუსი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1955). სტალინური პრემიის სამგზის ლაურეატი (1948, 1950, 1951).[1][2].

მიხეილ ასტანგოვი
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, (3 ნოემბერი) 1900
ვარშავა, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1965 (64 წლის)
მოსკოვი, საბჭოთა კავშირი
ეროვნება რუსი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1955)

ბიოგრაფია

რედაქტირება

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1920 შალიაპინის სახელობის სტუდიაში. 1925–1927 და 1930–1941 მოსკოვის რევოლუციური თეატრის, 1943–1945 მოსსაბჭოს სახელობის თეატრის მსახიობია. 1945-იდან მოღვაწეობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრში. გამოირჩეოდა მაღალი აქტიორული კულტურით, დახვეწილი ოსტატობით, ძლიერი ტრაგიკული ტემპერამენტით, ღრმა ინტელექტუალობით. მსახიობის ეს თვისებები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა როლებში: გრიგორი გაი (პოგოდინის „ჩემი მეგობარი“, 1932), სირანო დე ბერჟერაკი (როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“, 1945), მათიას კლაუზენი (ჰაუპტმანის „მზის ჩასვლის წინ“, 1955), ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“, 1957) და სხვა. ასტანოვი გარდასახვის დიდი ოსტატი იყო და წარმატებით ასრულებდა სახასიათო გროტესკულ როლებსაც (კერენსკი, კორნეიჩუკის „სიმართლე“, 1937; ჰიტლერი, კინოფილმი „სტალინგრადის ბრძოლა“, და სხვ.). სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1948, 1950, 1951). დაჯილდოებულია ორი ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Русский драматический театр: Энциклопедия / Под общ. ред. М. И. Андреева, Н. Э. Звенигородской, А. В. Мартыновой и др. — М.: Большая Российская энциклопедия, 2001. — 568 с.: ил. ISBN 5-85270-167-X
  2. Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 2. Анкилоз — Банка. — М.: Большая Российская энциклопедия, 2005. — 766 с.: ил.: карт.