ასირი
ასირი (არაბ. عسير) — საუდის არაბეთის რეგიონი, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. სახელი ჰქვია რეგიონში მცხოვრები კლანების კონფედერაციის მიხედვით. მისი ფართობი შეადგენს 81 000 კმ²-ს, ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 2 190 000 ადამიანს. მისი დედაქალაქია აბჰა, სხვა მსხვილი ქალაქებია: ხამის-მუშაიტი, ბიშა და ბარიქი. 2007 წლის 16 მაისიდან რეგიონის მმართველი არის ფაისალ ბინ ხალიდი, მეფის ხალიდ იბნ აბდელ აზიზ ალ საუდის შვილი. მან ამ პოზიციაზე შეცვალა თავისი ბიძაშვილი ხალიდ ალ ფაისალი.
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | აბჰა |
კოორდინატები | 19°00′00″ ჩ. გ. 43°00′00″ ა. გ. / 19.00000° ჩ. გ. 43.00000° ა. გ. |
ფართობი | 81,000 კმ² |
სალაპარაკო ენები | არაბული |
მოსახლეობა | 2 188 461 კაცი (2010) |
ეროვნული შემადგენლობა |
არაბები |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 14 |
ISO 3166 კოდი | SA-14[1] |
![]() | |
გუბერნიებირედაქტირება
ასირის რეგიონი იყოფა 6 გუბერნიად (მოსახლეობის რაოდენობა მოცემულია 2010 წლის აღწერის მიხედვით):
- აბჰა (+600,000)
- ალ-ნამასი (+105,000)
- ბარიქი (+50,000)
- ბიშა (+325,800)
- ხამის-მუშაიტი (+835,000)
- ტანომა (+65,000)
- დარან-ალჯანუბი (+55,000)
ეკონომიკარედაქტირება
ისტორიულად ასირში აწარმოებდნენ: ყავას, ხორბალს, იონჯას, ქერს, სინამაქის ფოთოლს და საკმეველს.[2][3][4] რეგიონის შედარებით ნესტიან ადგილებში იზრდება ქუნჯუთი.[3][5] ჩალა გამოიყენებოდა ჭილობის, ჩალის ქუდების და კალათების დასამზადებლად, ზოგიერთი ტომი მისგან კარვებსაც წნავდა.
გუბერნატორებირედაქტირება
- ხალიდ ალ ფაისალი (1971–2007)
- ფაისალ ბინ ხალიდი (2007–დღემდე)
ლიტერატურარედაქტირება
- Mackey, Sandra. The Saudis: Inside the Desert Kingdom. Updated Edition. Norton Paperback. W.W. Norton and Company, New York. 2002 (first edition: 1987). ISBN 0-393-32417-6 pbk.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- "Asir" in the Encyclopædia Britannica, 11th ed. (1911)
- Asir National Park დაარქივებული 2013-04-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ Prothero, G.W. (1920). Arabia. London: H.M. Stationery Office, გვ. 83.
- ↑ 3.0 3.1 Prothero, G.W. (1920). Arabia. London: H.M. Stationery Office, გვ. 84.
- ↑ Prothero, G.W. (1920). Arabia. London: H.M. Stationery Office, გვ. 86.
- ↑ Prothero, G.W. (1920). Arabia. London: H.M. Stationery Office, გვ. 85.