ასიმა ჩატერჯი
ასიმა ჩატერჯი (ინგლ. Asima Chatterjee; დ. 23 სექტემბერი, 1917, კალკუტა, ბრიტანეთის ინდოეთი — 22 ნოემბერი, 2006, კალკუტა, ინდოეთი) — ინდოელი ქიმიკოსი, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი მოიცავს კვლევას ვინკას ალკალოიდებზე, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემუშავებაზე. მან ასევე დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი ინდოეთის სუბკონტინენტის სამკურნალო მცენარეებზე. იგი გახლდათ პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ინდოეთის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ასიმა ჩატერჯიმ დიდი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში. მისი წყალობით შეიქმნა მრავალი მედიკამენტი, რომელსაც დღესაც იყენებენ.[1][2]
ასიმა ჩატერჯი ბენგ. অসীমা চট্টোপাধ্যায় | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 სექტემბერი 1917 კოლკატა, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი |
22 ნოემბერი 2006 (89 წლის) კოლკატა, ინდოეთი |
მოქალაქეობა |
ბრიტანეთის ინდოეთი ინდოეთი |
საქმიანობა |
ქიმიკოსი, ბოტანიკოსი უნივერსიტეტის ლექტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაასიმა მუხერჯი დაიბადა 1917 წლის 23 სექტემბერს კალკუტაში. მისი ოჯახი საშუალო ფენას ეკუთვნოდა, რაც იმ პერიოდში ქალებისთვის განათლების მიღებას ართულებდა. ასიმას ჰყავდა უმცროსი ძმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ოჯახში. მისი მამა ინდრა ნარაიან მუხერჯი ექიმი გახლდათ და მხარს უჭერდა ასიმასა და მისი ძმისთვის განათლების მიღებას, რაც იმ დროს იშვიათობას წარმოადგენდა. მამას ბოტანიკა უყვარდა და ასიმას სწორედ ამიტომ გაუჩნდა ინტერესი მედიცინის მიმართ. თუმცა გოგონას განსაკუთრებული ინტერესი მედიცინისადმი გამოავლინა მისი ცნობისმოყვარეობით მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ. [3]
განათლება
რედაქტირებაასიმამ 1936 წელს დაამთავრა კალკუტას უნივერსიტეტის შოტლანდიის საეკლესიო კოლეჯი ქიმიის განხრით. მის კლასში ბევრი გოგონა არ იყო, რადგან იმ დროს ქალებს იშვიათად აიძულებდნენ სწავლას.
1938 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი და 1944 წელს— დოქტორის ხარისხი ორგანულ ქიმიაში კალკუტის უნივერსიტეტიდან, გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ინდოეთში. მისი სადოქტორო დისერტაცია ეხებოდა მცენარეული პროდუქტების ქიმიას და სინთეზურ ორგანულ ქიმიას. მის აკადემიურ მრჩევლებს შორის გახლდათ შატიენდრანათ ბოზე.
ასიმამ კვლევები ჩაატარა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მოგვიანებით მუშაობდა კალკუტის უნივერსიტეტში.
დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იგი დაკავებული იყო სხვადასხვა ალკალოიდური ნაერთების კვლევებით, ფოკუსირებული იყო ბუნებრივი პროდუქტების ქიმიაზე და ანტიმალარიული, ანტიეპილეფსიური და ქიმიოთერაპიული საშუალებების შემუშავებაზე.[4][5] [6]
ასიმა ჩატერჯი გახლავთ მნიშვნელოვანი მასალების ავტორი ინდოეთის ქვეკონტინენტზე გამოყენებული სამკურნალო მცენარეების შესახებ. მისი დაახლოებით 400 სტატია გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში.
ინდოეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ასიმა ჩატერჯი დაინიშნა რაჯია საბას დეპუტატად.[7][8]
გავლენა
რედაქტირებაასიმა ჩატერჯი გახლდათ პირველი ქალი, რომელმაც ქვეყანაში დოქტორის ხარისხი მიიღო და ქიმიის განყოფილებაც კი გახსნა ლედი ბრაბურნის კოლეჯში, კალკუტას უნივერსიტეტში, იმდროინდელ ინდოეთში იგი გახდა შთაგონების წყარო ბევრი ქალისთვის აესრულებინათ თავიანთი ოცნებები: ემუშავათ ნოვატორებად და სპეციალისტებად.
ჯილდოები
რედაქტირება- პადმა ბჰუშანის ორდენის კავალერი
- რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი honoris causa
- 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით Google Doodle-მა ასიმა ჩატერჯის სურათი გამოაქვეყნა.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Google honours Indian chemist Asima Chatterjee on 100th birthday".[მკვდარი ბმული] India Times. 23 February 2017. Retrieved 20 November 2020.
- ↑ The Shaping of Indian Science. p. 1036. Indian Science Congress Association, Presidential Addresses By Indian Science Congress Association. Published by Orient Blackswan, 2003. ISBN 978-81-7371-433-7
- ↑ Karthika S Nair, March 14 2020. WOMEN'S HISTORY MONTH: Asima Chatterjee from https://www.beyondpinkworld.com/featurestories/people/asima-chatterjee-9898 დაარქივებული 2021-12-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Jovita Aranha, September 23, 2017. Asima Chatterjee: All You Need to Know About One of India’s First Woman Doctorates of Science! from https://www.thebetterindia.com/116512/asima-chatterjee-india-woman-doctorate-science/
- ↑ Sci-Illustrate, December 6, 2019. Asima Chatterjee from https://medium.com/sci-illustrate-stories/asima-chatterjee-1ca581dc542f
- ↑ S C Pakrashi, Asima Chatterjee from https://www.ias.ac.in/public/Resources/Initiatives/Women_in_Science/Contributors/Chatterjee.pdf
- ↑ "Women Scientists of India: Dr. Asima Chatterjee - Google Arts & Culture". Google Cultural Institute. Retrieved 23 September 2017.
- ↑ Chemistry alumni of Scottish Church College Archived 6 April 2009 at the Wayback Machine
- ↑ Smith, K.N. (23 September 2017) Today's Google Doodle Honors Chemist Asima Chatterjee Forbes. Retrieved 23 September 2017.