არჩილ არველაძე

ქართველი ფეხბურთელი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არველაძე.

არჩილ (აჩი) არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტრაპიზონის „ტრაბზონსფორის“, ბრედას „ნაკ ბრედას“, კელნის „კელნის“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993) და საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (1991, 1992, 1993) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, თურქეთის თასისა (1995) და თურქეთის სუპერთასის მფლობელი (1996) „ტრაბზონსფორის“ შემადგენლობაში.

არჩილ არველაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არჩილ არველაძე
დაბადების
თარიღი
22 თებერვალი, 1973 (1973-02-22) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
იბერია თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1993 დინამო თბ. 57 (35)
1993–1997 ტრაბზონსფორი 46 (17)
1997–2000 ნაკ ბრედა 90 (32)
2000–2003 კელნი 29 (7)
2003–2004 დინამო თბ. 0 (0)
2004–2005 ლოკომოტივი 0 (0)
სულ 221 (91)
ეროვნული ნაკრები
1994–2001 საქართველო 32 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

არჩილ არველაძე საფეხბურთო კარიერას 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ იწყებს, რომელიც იმ დროს „იბერიის“ სახელით ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატზე. დედაქალაქურ კლუბში იგი 1991–1993 წლებში თამაშობს, რა დროსაც ეროვნული ჩემპიონატის 57 მატჩში 35 გოლი გააქვს. 1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. აქ იგი თურქეთის სუპერლიგის 46 შეხვედრას ატარებს და 17-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[1] „ტრაბზონსფორიდან“ 1997 წელს ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ბრედაში“ გადადის, რომლის მაისურით ეროვნული პირველობის 90 მატჩში იღებს მონაწილეობას და 32 გოლის გატანას ახერხებს. 2000 წელს ბუნდესლიგის მონაწილე „კელნის“ რიგებში აგრძელებს კარიერას, სადაც 29-ჯერ გამოდის მოედანზე და 7 გოლი გააქვს. საფეხბურთო კარიერას ტრავმის გამო 32 წლის ასაკში 2005 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ასრულებს.[2]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1994–2001 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[3] რომლის შემადგენლობაში 32 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.[4][5][6]

1994 წლის 23 თებერვალს ისრაელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში არჩილ არველაძე პირველად გამოდის მინდორზე ეროვნული ნაკრების მაისურით.[7] 2001 წლის 6 ივნისს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში იგი ბოლოჯერ იცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.[8]

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
 
1994 4 0
1995 3 0
1997 7 3
1998 3 1
1999 3 0
2000 8 1
2001 4 1
ჯამში 32 6

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

არჩილის ძმებიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. მისი უფროსი ძმაც რევაზ არველაძე „კელნში“ თამაშობდა, ხოლო არჩილის ტყუპი ძმა შოთა არველაძე 1997–2001 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა, სადაც მან 96 მატჩში 55 გოლი გაიტანა.[9]

ტიტულები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
ეროვნული ლიგა
  • ჩემპიონი: 1991, 1992, 1993
საქართველოს თასი
  • თასის მფლობელი: 1991, 1992, 1993
  ტრაბზონსფორი
თურქეთის თასი
  • თასის მფლობელი: 1995
თურქეთის სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 1996

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება