თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგა
თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგა (თურქ. Süper Lig) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა თურქული კლუბებისთვის. წარმოადგენს თურქეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ჩემპიონატი დაარსდა 1959 წელს და მასში მონაწილეობას იღებს 18 გუნდი.
ქვეყანა | თურქეთი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1959 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 18 |
ქვეითდება | პირველი ლიგა |
საშინაო თასები |
თურქეთის თასი თურქეთის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „გალათასარაი“ (22-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „გალათასარაი“ (22-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური |
სუპერლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია სტამბოლის „გალათასარაი“, რომელმაც 21-ჯერ მოიგო ტურნირი. მოქმედი ჩემპიონია სტამბოლის „გალათასარაი“.
ისტორია
რედაქტირებალიგა შეიქმნა 1959 წელს, ქვეყნის რამდენიმე რეგიონული ლიგის გაერთიანების შედეგად. ყოველი ახალი სეზონი იწყება აგვისტოს ბოლოს და მთავრდება მაისში. ზამთრის შესვენება გრძელდება დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასასრულამდე. ჩემპიონატი ტარდება 2 წრედ, ყოველი გუნდი თამაშობს მეტოქესთან 2 შეხვედრას, ერთს სახლში და მეორეს გასვლაზე. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი იღებს უფლებას ითამაშოს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, მესამე და მეოთხეადგილოსანი გუნდები ითამაშებენ უეფა-ს ევროპა ლიგაზე. 2005 წლიდან ჩემპიონატის სპონსორი გახდა მობილური კავშირგაბმულობის კომპანია «Turkcell» და ლიგას დაერქვა «Türkcell SuperLig». 2010 წლის 12 აგვისტოს, ჩემპიონატის სპონსორი საბუკმეკერო კომპანია «Spor Toto» გახდა და ჩემპიონატის ოფიციალური სახელწოდება დღესდღეობით არის «Spor Toto Süper Lig».
სუპერლიგის ჩემპიონები
რედაქტირებასუპერლიგის დაარსებიდან დღემდე, ჩემპიონის ტიტული მხოლოდ 5-მა კლუბმა მოიგო, ესენია: „გალათასარაი“, „ფენერბახჩე“, „ბეშიქთაში“, „ტრაბზონსფორი“ და „ბურსასფორი“. მხოლოდ „ტრაბზონსფორი“ და „ბურსასფორი“ არ არიან ქალაქ სტამბოლიდან.
სტატისტიკა კლუბების მიხედვით
რედაქტირებაკლუბი | ჩემპიონი | მე-2 ადგილი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|---|
გალათასარაი | 22 | 10 | 1962, 1963, 1969, 1971, 1972, 1973, 1987, 1988, 1993, 1994, 1997, 1998, 1999, 2000, 2002, 2006, 2008, 2012, 2013, 2015, 2018, 2019 |
ფენერბაჰჩე | 19 | 22 | 1959, 1961, 1964, 1965, 1968, 1970, 1974, 1975, 1978, 1983, 1985, 1989, 1996, 2001, 2004, 2005, 2007, 2011, 2014 |
ბეშიქთაში | 15 | 14 | 1957*, 1958*, 1960, 1966, 1967, 1982, 1986, 1990, 1991, 1992, 1995, 2003, 2009, 2016, 2017 |
ტრაბზონსფორი | 6 | 8 | 1976, 1977, 1979, 1980, 1981, 1984 |
ბურსასფორი | 1 | 0 | 2010 |
ესქიშეჰირსფორი | 0 | 3 | |
ადანასფორი | 0 | 1 | |
სივასსფორი | 0 | 1 | |
ბაშაქშეჰირი | 0 | 1 |
- შენიშვნა: ბეშიქთაშმა ოფიციალურად მოითხოვა 1956–57 და 1957–58 წლების თურქეთის ფედერაციის თასის სეზონების ოფიციალურად ჩათვლა თურქეთის ჩემპიონობად. 2002 წლის 25 მარტს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს დაუკმაყოფილა მოთხოვნა[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „SÜPER LİG ŞAMPİYONLUKLARI“. tff.org. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2017.