არკადია (საბერძნეთი)
არკადია (ბერძ. Αρκαδία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში.
ნომი | |
---|---|
არკადია Αρκαδία | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ადმ. ცენტრი | Tripoli |
შიდა დაყოფა | Tripoli Municipality, North Kynouria Municipality, South Kynouria Municipality, Gortynia Municipality და Megalopoli Municipality |
კოორდინატები | 37°29′37″ ჩ. გ. 22°21′21″ ა. გ. / 37.493611° ჩ. გ. 22.355889° ა. გ. |
ფართობი | 4,419 კმ² |
მოსახლეობა | 100,611 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 22.8 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 2710, 275x0, 279x0 |
საფოსტო ინდექსი | 22x xx |
საავტომობილო კოდი | TP |
ოფიციალური საიტი | arcadia.gr |
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტრიპოლი.
- მოსახლეობა — 100,611 ადამიანი.
- ფართობი — 4,419 კმ².
გეოგრაფია
რედაქტირებაარკადია ჩრდილოეთით ესაზღვრება აქაიას, დასავლეთით ელიდას, სამხრეთით მესინიას და ლაკონიას, აღმოსავლეთით არგოლიდას და სამი მმხრიდან გარშემორტყმულია მთებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: კილენე (ახლა ზირია) ჩრდილო აღმოსავლეთით, ერიმანტოსი (ახლა ოლონოსი) ჩრდილო-დასავლეთით, ლიკეონი (ახლა დიაფორტი) სამხრეთ-დასავლეთით და არტემიზიონი (ახლა მალევო) აღმოსავლეთით.
მხოლოდ აღმოსავლეთში არის დაბლობები, სადაც ოდესღაც მდებარეობდა ქალაქები: ტეგეია და მანტინეია. მდინარეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ალფეოსი და ლადონი.
ისტორია
რედაქტირებაარკადია — ერთადერთი ნომია პელოპონესის პერიფერიაში, რომელსაც არ შეხებია დორიული გადასახლება; მან შეინარჩუნა მისი უძველესი მკვიდრნი პელასგები, რომლებიც ძირითადად ცხოვრობდნენ მესაქონლეობით და სოფლის მეურნეობით, ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობდნენ მრეწველობას, ხელოვნებას (გარდა მუსიკისა) და მეცნიერებას. არკადიელმა მწყემსებმა სიმღერით ფანტასტიკური შელამაზებით შექმნეს პასტორალის ჟანრის პოეზია.
პოლოიტიკური თვალსაზრისით არკადია უძველეს დროში დაიშალა დიდი რაოდენობით ცალკეულ ქვეყნებად, რომლებმაც მოკლე ხნით ერთმანეთისგან დამოუკიდებლებმა შექმნეს ძალიან სუსტი კავშირი. ასეთი არასაკმარისი ერთობა გახდა საფუძველიუ იმის, რომ არკადია, მიუხედავად მრავალრიცხოვნობისა და თავისი ხალხის სამხედრო გმირობებისა, არ უთამაშია არც ერთი გავლენიანი როლი საბერძნეთის ისტორიაში. ერთადერთი მცდელობა ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის ჰქონდათ ძვ. წ. 371 წელს ეპამინონდის ქალაქ მეგალოპოლის (დიდი ქალაქი) დამაარსებლის მეთაურობით. მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და ახალი დედაქალაქი საომერი შეტაკებების შედეგად ერთი მხრივ არკადიის ანტიცენტრალისტური პარტიის, ხოლო მეორე მხრივ სპარტელების მხრიდან მთლიანად განადგურდა და მას ხუმრობით «დიდი უდაბნო» უწოდეს.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებაპერიფერიული ერთეული არკადია იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.
გორტინია (1) |
მეგალოპოლი (2) |
ჩრდილოეთი კინოურია (3) |
სამხრეთი კინოურია (4) |
ტრიპოლი (5) |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.