ლადონი (ბერძ. Λάδωνας) — მდინარე საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე. მდინარე ალფეოსის მთავარი შენაკადი.[1] სათავე აქვს აროანიის ქედზე. სიგრძე დაახლოებით 70 კმ. მდინარე ცნობილია თავისი ჰიდროელექტროსადგურით, რომელიც 1950 წლისათვის აშენდა. აქ არსებულმა კაშხალმა შექმნა ხელოვნური ტბა, რომლის სიგრძემ 15 კმ, ხოლო ფართობმა 2430 ჰა შეადგინა. მდინარეზე გადებულია ქვის ხიდები. პავსანია ამტკიცებდა, რომ ლადონი საბერძნეთის მდინარეებს შორის ყველაზე ლამაზია. მას მნიშვნელოვანი რეპუტაცია ჰქონდა ბერძნულ მითოლოგიაში და მრავალი ისტორია, სადაც კი ლადონს მოიხსენიებდნენ იგი გამორჩეულად ხასიათდებოდა.[2]

ლადონი

ლადონი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე აროანია
37°49′30″ ჩ. გ. 22°07′28″ ა. გ. / 37.82500° ჩ. გ. 22.12444° ა. გ. / 37.82500; 22.12444
შესართავი ალფეოსი
37°35′35″ ჩ. გ. 21°49′13″ ა. გ. / 37.59306° ჩ. გ. 21.82028° ა. გ. / 37.59306; 21.82028
სიგრძე 70 კმ
ლადონი — საბერძნეთი
ლადონი
ლადონი
— სათავე, — შესართავი
ლადონი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Estrabón, Geografía viii,3,12.
  2. Τουριστικός οδηγός Νομού Αχαΐας - Μνημεία Φύσης. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-23. ციტირების თარიღი: 2006-04-23.