ალფეოსი (ბერძნ. Αλφειός) — მდინარე საბერძნეთში, პელეპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. სათავე აქვს ტაიგეტის მთების დასავლეთ კალთაზე. სიგრძე 110 კმ. ერთვის იონიის ზღვის კიპარისიაკოსის ყურეს.

ალფეოსი

მდინარე ალფეოსი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე ტაიგეტის მთები
სიგრძე 110 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ალფეოსი ვიკისაწყობში

ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა წყალშემკრებ აუზში 1070 მმ-ია. წყალშემკრები აუზი მოიცავს ცენტრალურ და დასავლეთ პელეპონესს. წყალშემკრები აუზი იყოფა სამ პრეფექტურას შორის: არკადია (60%), ელისი (30%) და აქაია (10%). აგვისტოს 2007 წელს მდინარე ალფეოსის შუა და ქვემო დინებაში მოხდა ძლიერი ტყის ხანძარი.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პელეპონესში მდინარე ალფეოსის ღმერთი ალფეოსი, იყო ოკეანოსისა და თეტიდას შვილი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება