მესენია

(გადამისამართდა გვერდიდან მესინია)

მესინია (ბერძ. Μεσσηνία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში. ნომის ჩრდილოეთით მდებარეობს მთაგრეხილი ტაიგეტოსი, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან ლაკონიას და მეინიას.

ნომი
მესინია
Μεσσηνία
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი Kalamata
კოორდინატები 37°10′00″ ჩ. გ. 22°00′00″ ა. გ. / 37.16667° ჩ. გ. 22.00000° ა. გ. / 37.16667; 22.00000
ფართობი 2,991 კმ²
მოსახლეობა 180,264 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 60,3 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 272x0, 276x0
საფოსტო ინდექსი 24x xx
საავტომობილო კოდი KM
ოფიციალური საიტი e-messinia.gr

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალამატა.

სხვა დიდი ქალაქები:

 
ძველი მესინიას რუკა

ძველ დროში გადმოცემით მესინია დასახლებული იყო ლელეგებით. ჰომეროსის თანახმად მესინიაში იყო ნესტორის სამეფო პილოსი. მესენიის ომების შედეგად მესენია იმყოფებოდა სპარტის მმართველობის ქვეშ. ძვ. წ. 369 წელს თებეელების სპარტაზე გამარჯვების შემდეგ მესინიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. იმავე წელს იქნა დაარსებული მესინიას ახალი დედაქალაქი მესინი.ძვ. წ. I საუკუნეში მესინია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში.

გეოგრაფია

რედაქტირება

უდიდესი მთაა — პროფიტოს ილიასი (Προφήτης Ηλίας) 2404 მ.), ტაიგეტოსის მთაგრეხილში.

მდინარეები

რედაქტირება

ნომის ყველაზე დიდი მდინარეა — პამისოსი. პატარა მდინარეები: ველიკასი და ნედონასი.

ეკონომიკა

რედაქტირება

კალამატა — მესინიას ნომის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია, აგრეთვე მნიშვნელოვანი ნავსადგური. სოფლის მეურნეობის სექტორში მთავარი ადგილი უკავია: ლეღვს, ვაზს, ფორთოხალს, ზეთისხილს და ზეთისხილის ზეთს.

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

პერიფერიული ერთეული მესინია იყოფა 6 მუნიციპალიტეტად.

 
კალამატა (1)
მესინი (2)
ოხალია (3)
პილოს-ნესტორასი (4)
ტრიფილია (5)
დასავლეთი მანი (6)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება