არიელ ორტეგა
არიელ არნალდო ორტეგა (ესპ. Ariel Arnaldo Ortega; დ. 4 მარტი, 1974, ლიბერტადორ-ხენერალ-სან-მარტინი, ხუხუის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი.[4] ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ელ ბურიტო ორტეგა.[5]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არიელ არნალდო ორტეგა [1][2][3] | ||
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1974 | ||
დაბადების ადგილი |
ლედესმა, ხუხუის პროვინცია, არგენტინა | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1991–1996 | რივერ პლეიტი | 134 | (30) |
1997–1998 | ვალენსია | 29 | (9) |
1998–1999 | სამპდორია | 27 | (8) |
1999–2000 | პარმა | 18 | (3) |
2000–2002 | რივერ პლეიტი | 56 | (23) |
2002–2003 | ფენერბაჰჩე | 14 | (5) |
2004–2006 | ნიუელსი | 53 | (11) |
2006–2012 | რივერ პლეიტი | 82 | (12) |
2008–2009 | → ინდეპენდიენტე | 25 | (4) |
2011 | → ოლ ბოისი | 12 | (0) |
2011–2012 | → დეფ. ბელგრანო | 27 | (4) |
სულ | 447 | (109) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1993–2010 | არგენტინა | 87 | (17) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი „რივერ პლეიტში“ გაატარა. ბეტო ალონსოს, დანიელ პასარელას და ენცო ფრანჩესკოლის მსგავსად, „რივერის“ ქომაგებისთვის დღემდე რჩება კლუბის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ მოთამაშედ. ფეხბურთის სპეციალისტთა და ექსპერტთა უმრავლესობის მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში.[6][7]
1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.[8][9][10]
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებარივერ პლეიტი (1991–1996)
რედაქტირებაარიელ ორტეგა საკლუბო კარიერას 1991 წელს არგენტინული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, პრიმერა დივიზიონის მონაწილე ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ იწყებს. კლუბის შემადგენლობაში პირველად 1991 წლის 14 დეკემბერს გამოდის მოედანზე და მის ღირსებას 1996 წლამდე იცავს. ამ დროის განმავლობაში იგი არგენტინის პრიმერის 134 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 30-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს. მის შემადგენლობაში 1991, 1993, 1994 და 1996 წლებში არგენტინის ჩემპიონი ხდება.
ვალენსია (1997–1998)
რედაქტირება1997–1998 წლებში ესპანეთის „ვალენსიაში“ თამაშობს, სადაც 29 მატჩს ატარებს და 9 გოლი გააქვს.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1993–2010 წლებში იყო არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 87 მატჩი ითამაშა და 17 გოლი გაიტანა.[11]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაარგენტინის ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1993 | 1 | 0 |
1994 | 10 | 1 |
1995 | 16 | 2 |
1996 | 7 | 3 |
1997 | 9 | 1 |
1998 | 13 | 5 |
1999 | 7 | 2 |
2000 | 11 | 3 |
2001 | 7 | 0 |
2002 | 4 | 0 |
2003 | 1 | 0 |
2010 | 1 | 0 |
ჯამში | 87 | 17 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- აპერტურა (4): 1991, 1993, 1994, 1996
- კლაუსურა (2): 2002, 2008
- ლიბერტადორესის თასი: 1996
- აპერტურა: 2004
სანაკრებო
რედაქტირება- ჩემპიონი: 1995[12]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires. დაარქივებული 2017-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Ortega, Ariel (2016). Burrito. Buenos Aires: Grupo Planeta. ISBN 978-9504-95402-6
- Ortega, Ariel (2016). Burrito. Mi Autobiografia. Mendoza: Grupo Planeta. ISBN 9504-95402-2
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ციტირების თარიღი: 2018-07-26. დაარქივებული 2020-08-13 საიტზე Wayback Machine. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969
- Hill, Tim (2002). Football Superstars of the World Cup 2002. Buenos Aires: Parragon Book Service Limited. ISBN 0752-57906-1
პერიოდიკა
რედაქტირება- არიელ ორტეგა: არგენტინელი ჩოჩორი საფრანგეთში ბევრ მეკარეს გაამწარებს // „ლელო“, 7–10 მარტი, 1998, № 18 (11167), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არიელ ორტეგა — ფიფა-ს ჩანაწერი
თემატური საიტები | AFS · CUP2002.RU · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · FootballPlayers.ru დაარქივებული 2020-01-13 საიტზე Wayback Machine. · National Football Teams · Sports-Reference.com · Transfermarkt · WorldFootball.net |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არიელ არნალდო ორტეგა საფეხბურთო კლუბ „პარმას“ მაისურით.
- ↑ არიელ არნალდო ორტეგა ეროვნული ნაკრების მაისურით.
- ↑ არიელ არნალდო ორტეგა საფეხბურთო კლუბ „სამპდორიას“ მაისურით.
- ↑ Arnaldo Ariel Ortega // ecured.cu
- ↑ ¡La marca del Burrito! // ole.com.ar
- ↑ Weir, Christopher. „Ariel Ortega: The little donkey“ // These Football Times
- ↑ Mora y Araujo, Marcela. // „Ariel Ortega – just an ordinary genius“ // The Guardian
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1994)
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1998)
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 2002)
- ↑ La Selección Argentina derrotó a Haití // afa.org.ar
- ↑ Argentina 0–0 (5–4p.) Mexico // Panamerican Games 1995 (Mar del Plata, Mar 10–24)
- ↑ Nigeria 3–2 Argentina Olympic Football Tournament (Atlanta 1996, 20 July – 3 August)