ვახტანგ არეშიძე

ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან არეშიძე, ვახტანგ)

ვახტანგ მოსეს ძე არეშიძე (დ. 10 მარტი, 1909, თბილისი ― გ. 27 ივნისი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1946), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976)[1].

ვახტანგ არეშიძე
დაბადების სახელი ვახტანგ არეშიძე
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1909
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1985 (76 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1929 წელს დაამთავრა თბილისის პროლეტკულტის დრამატული სტუდია. 1929–1936 მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში. 1936 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. განასახიერა კომბლეს, ნიკოს (გიორგი ნახუცრიშვილის „კომბლე“, „პატარა მეომრები“), ბაში-აჩუკის (ალექსანდრე კაჭკაჭიშვილის „ბაში-აჩუკი“, აკაკი წერეთლის მიხედვით), კიკვიძის (ვანიონ დარასელის „კიკვიძე“), რომეოს (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ადვოკატ პატლენის (ფრანგული ხალხური პიესა „ადვოკატი პატლენი“) და სხვა როლები. დაჯილდოებულია მედლით „კავკასიის დაცვისთვის“ (1945).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1976. №8 გვ. 451