პოლ ჟიულ ანტუან მეიე (ფრანგ. Antoine Meillet; დ. 11 ნოემბერი, 1866, მულენი — გ. 21 სექტემბერი, 1936, შატომეიანი) — ფრანგი ენათმეცნიერი, ინდოევროპეისტი. პარიზის ენათმეცნიერების საზოგადოების წევრი (1889) და მისი მდივანი (1906-დან). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1906), საფრანგეთის წარწერებისა და სიტყვაკაზმული მწერლობის აკადემიის წევრი (1924).

ანტუან მეიე
ფრანგ. Antoine Meillet[1]
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი, 1866(1866-11-11)[2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი მულენი[3] [6] [7]
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი, 1936(1936-09-21)[3] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] (69 წლის)
გარდ. ადგილი შატომეიანი[3] [6] [14]
დასაფლავებულია მულენის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა გრამატიკოსი[1] , ინდოევროპეისტი[15] , არმენოლოგი, სლავისტი[16] და ენათმეცნიერი[16]
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[17] , ცოცხალი აღმოსავლური ენების ეროვნული სკოლა[1] , უმაღლესი კვლევების პრაქტიკული სკოლა[1] და Revue des Études Arméniennes
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ანდრე მარტინე[18] , ჟოსეფ ვანდრიესი[18] , ლუი იელმსლევი, ემილ ბენვენისტი[18] , მარსელ კოენი[18] , ჟორჟ დიუმეზილი[18] , მიშელ ლეჟენი[18] , ლუი რენუ[18] , ლუსიენ ტენიერი[18] , ჟან პოლანი და ალექსანდრუ გრაური[19]
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[20]
ჯილდოები ვოლნეის პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[21] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი

სწავლობდა სორბონში (1880-იანი წლების მეორე ნახევარში), საფრანგეთის კოლეჯში ისმენდა მიშელ ბრეალის ლექციებს, უმაღლესი კვლევების პრაქტიკულ სკოლაში კი ფერდინანდ დე სოსიურისას. სომხური ენის შესწავლის მიზნით იმოგზაურა კავკასიაში (1890). 1891–1928 წლებში უმაღლესი კვლევების პრაქტიკულ სკოლაში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო კვლევებს ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკაში. 1897 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ძველ სლავურ ენაში ნათესაობითი და ბრალდებითი ბრუნვების გამოყენების თავისებურებებზე. 1902–1906 წლებში სომხურ ენას ასწავლიდა აღმოსავლური ენების სკოლაში (ახლანდ. აღმოსავლური ენებისა და კულტურის ეროვნული ინსტიტუტი). 1906 წლიდან იყო ინდოევროპული ენების შედარებითი გრამატიკის პროფესორი საფრანგეთის კოლეჯში. 1919 წელს პარიზში დააარსა სლავისტიკის ინსტიტუტი, იყო მისი ბეჭდვითი ორგანოს „სლავური მიმოხილვის“ რედაქტორი.[22]

მეიე არის ფრანგული სოციოლოგიური სკოლის ფუძემდებელი და მეთაური ენათმეცნიერებაში. დაწერილი აქვს ნაშრომები ინდოევროპული ოჯახის ცალკეულ ენებსა და ჯგუფებზე. ავითარებდა შედარებით-ისტორიულ კვლევებს ფერდინანდ დე სოსიურის ენის სისტემურობისა და მისი სოციალური ხასიათის შესახებ დებულების საფუძველზე. ნეოგრამატიკოსთა სკოლის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, გვთავაზობდა არა ენის ცალკეული ფაქტების გამოკვლევას, არამედ ენობრივი სისტემების შეპირისპირებას (შედარებას), არ იზიარებდა მოძღვრებას „ფონეტიკური კანონები“ („ბგერითი კანონების“) შესახებ. შედარებით-ისტორიული მეთოდის მიზნად მიიჩნევდა არა ფუძეენის რეკონსტრუქციას, არამედ ისტორიულად დამოწმებულ ენებს შორის შესაბამისობების დადგენას. ფუძეენაში ცდილობდა დაედგინა დიალექტური და ქრონოლოგიური დიფერენციაცია, ენობრივი ცვლილებების მიზეზებს უკავშირებდა საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებებს. ალფრედ ერნუსთან თანაავტორობით შეადგინა ლათინური ენის ყველაზე ავტორიტეტული ეტიმოლოგიური ლექსიკონი.[22]

მეიე არის თანამედროვე სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი წინამორბედი. გამოაქვეყნა ომისშემდგომი ევროპის ენობრივი სიტუაციის მიმოხილვა (1918). მარსელ კოენთან ერთად იყო ენციკლოპედიური გამოცემის „მსოფლიოს ენები“ ინიციატორი (1924, დაუსრულებელი). სოციოლოგიზმი გახდა მეიეს მიერ ზოგადი ლინგვისტიკის შემუშავების საფუძველი. მის ამოცანად ავტორი თვლიდა ენობრივი ცვლილებების ზოგადი კანონების დადგენას, რითაც წინასწარ განჭვრიტა დიაქრონიული უნივერსალიების შემუშავება.[22]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.
  2. birth certificate
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  5. ნეკროლოგი
  6. 6.0 6.1 6.2 Мейе Антуан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. birth certificate
  8. SNAC — 2010.
  9. KNAW Past Members
  10. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  11. BeWeB
  12. The Fine Art Archive — 2003.
  13. Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  14. https://www.persee.fr/doc/crai_0065-0536_1952_num_96_4_10016
  15. www.aibl.fr
  16. 16.0 16.1 Czech National Authority Database
  17. კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 18.7 http://www.slp-paris.com/spip.php?article4
  19. http://www.bibliotecadeva.eu/periodice/romlit/1976/11/romania_literara_1976_11_48.pdf
  20. Deutsche Nationalbibliothek Record #118782878 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  21. Léonore databaseministère de la Culture.
  22. 22.0 22.1 22.2 Кузнецов В. Г. Мейе Антуан // Большая российская энциклопедия. т. 19. — М., 2012. — стр. 594.