Revue des Études Arméniennes
Revue des Études Arméniennes — რეცენზირებული აკადემიური ჟურნალი, რომელიც გამოსცემს სტატიებს კლასიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების სომხეთის ისტორიის, ხელოვნების ისტორიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის შესახებ.[1]
Revue des Études Arméniennes | |
---|---|
მოკლე სათაური | Rev. Études Armén. |
სპეციალიზაცია | არმენოლოგია, აღმოსავლეთმცოდნეობა |
ენა | ფრანგული (რეზიუმეები ინგლისურად), ინგლისური, გერმანული |
მთავარი რედაქტორი | არამ მარდიროსიანი, ნინა გარსოიანი, ჟან პიერ მაე |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | სორბონის უნივერსიტეტი, Section des Sciences Historiques et Philologiques |
ქვეყანა | საფრანგეთი |
პუბლიკაციის ისტორია | 1920-დღემდე |
გამოცემის სიხშირე | ყოველწლიურად |
ISSN | 0080-2549 |
ისტორია
რედაქტირებაRevue დაარსდა 1920 წელს ფრანგი მეცნიერების ფრედერიკ მაკლერისა და ანტუან მეილეტის ინიციატივით.[2] ჟურნალის ფორმირების წლებში (1920-1933) მეილეტი თავად წერდა მრავალ სტატიებს, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავდა სომხეთის ისტორიას, გრამატიკას და ფოლკლორს. Revue არ ქვეყნდებოდა 1934 და 1963 წლებს შორის.[2]
1964 წელს, პარიზში დაფუძნბეული სომეხი მეცნიერის ჰაიგ ბერბერიანის (1886-1978) წყალობით, ჟურნალი განახლდა. ბერბერიანმა მოახერხა გალუსტ გულბენკიანის ფონდისგან ჟურნალის პუბლიკაციებისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, და პირველი თავი „Nouvelle série“ გამოჩნდა მისი რედაქციით 1964 წელს.[3] პირველი სერიისგან განსხვავებით, ჟურნალმა სომხეთის ისტორიის თანამედროვე პერიოდის შესახებ სტატიების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა და მას შემდეგ ის შემოიფარგლა სომხეთის ისტორიის ადრეული ახალი დროით (ანუ პერიოდი XVIII საუკუნემდე).[1]
1933 წლამდე, სტატიები ქვეყნდებოდა ფრანგულ ენაზე, მაგრამ როცა პუბლიკაციები განახლდა სტატიები ინგლისურ და გერმანულ ენაზეც იწრებოდა.[2] სამეცნიერო სტატიებთან ერთად ის ასევე გამოსცემს წიგნის რეცენზიებს.
ჟურნალისტ ყოფილი რედაქტორები იყვნენ ჟაკ ბენვენისტე, ჟორჟ დიუმეზილი (1975-1980) და სირაპია დერ-ნერსესიანი (1981-1989).[2] მისი ამჟამინდელი რედაქტორია არამ მარდიროსიანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 PEETERS ONLINE JOURNALS. ციტირების თარიღი: 2021-05-15
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Mahé, Jean-Pierre. «Ռևյու դեզ էթյուդ Արմենիեն» [Revue des Études Arméniennes]. სომხური საბჭოთა ენციკლოპედია. ერევანი: სომხეთის მეცნიერების აკადემია, 1983, ტ. 9, გვ. 649.
- ↑ Kouymjian, Dickran. "Preface" in In Memoriam: Haïg Berbérian, ed. Dickran Kouymjian. Lisbon: Calouste Gulbenkian Foundation, 1986, pp. xi-xii.