ლუი იელმსლევი
ლუი იელმსლევი (Louis Hjelmslev) (დ. 3 ოქტომბერი, 1899, კოპენჰაგენი, დანია — გ. 30 მაისი, 1965, იქვე) — დანიელი ენათმეცნიერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1923 წელს დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი. 1937 წლიდან იყო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი და შედარებითი ენათმეცნიერების კათედრის გამგე. 1931 წელს საფუძველი ჩაუყარა კოპენჰაგენის სტრუქტურალისტურ წრეს. იელმსლევმა შექმნა ლინგვისტური თეორია, რომელსაც გლოსემატიკა ეწოდება. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "ზოგადი გრამატიკის პრინციპები" (1928, "ბრუნვის კატეგორია") (1935-1937), "ენის თეორიის პროლეგომენები" (1943), "ენა" (1963).
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი ი., კოპენჰაგენის სტრუქტურალისტური სკოლის ამოსავალი პრინციპები, თბ., 1974;
- ჩიქობავა ა., ზოგადი ენათმეცნიერება, ტ. 2 - ძირითადი პრობლემები, თბ., 1945;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 81.