ანტონ თვალჭრელიძე
ქართველი ეთნოგრაფი და გეოგრაფი
ანტონ თვალჭრელიძე (დ. 23 იანვარი, 1854 — გ. 2 ივნისი, 1930, ციხისძირი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერ-მკვლევარი, ეთნოგრაფი, გეოგრაფი.
ანტონ თვალჭრელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 იანვარი, 1854 |
დაბ. ადგილი | ცახი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 2 ივნისი, 1930 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ციხისძირი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ეთნოგრაფი, გეოგრაფი, მასწავლებელი და local historian |
ალმა-მატერი | თბილისის ალექსანდრე II სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი |
შვილ(ებ)ი | ალექსანდრე თვალჭრელიძე |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი |
სამეცნიერო სფერო | გეოგრაფი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1876 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისში ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1880 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას სტავროპოლის მხარეში. მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში. იგი 1918 წლის 13 სექტემბრიდან, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახლად გახსნილი უნივერსიტეტის პირველ კომენდანტად, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დაიწყო უნივერსიტეტის ბაღის გაშენება. რამდენიმე წელში იგი საცხოვრებლად გადავიდა ციხისძირში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის გაშენების საქმეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 195.