ანტონიო კაბრინი

იტალიელი ფეხბურთელი

ანტონიო კაბრინი (იტალ. Antonio Cabrini; დ. 8 ოქტომბერი, 1957, კრემონა) — იტალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა „კრემონეზეს“, „ატალანტას“, „იუვენტუსის“, „ბოლონიის“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ექვსგზის ჩემპიონი, იტალიის თასის ორგზის მფლობელი, უეფა-ს თასის, თასების მფლობელთა თასის, უეფა-ს სუპერთასის, ევროპის ჩემპიონთა თასისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის, 1978 წლის არგენტინისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3][4][5][6][7][8][9]

ანტონიო კაბრინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონიო კაბრინი
დაბადების
თარიღი
8 ოქტომბერი, 1957 (1957-10-08) (67 წლის)
დაბადების
ადგილი
კრემონა, იტალია
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1970 სან-ჯორჯო
1970–1973 კრემონეზე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1975 კრემონეზე 29 (2)
1975–1976 ატალანტა 35 (1)
1976–1989 იუვენტუსი 297 (33)
1989–1991 ბოლონია 55 (2)
სულ 416 (38)
ეროვნული ნაკრები
1978–1987 იტალია 73 (9)
სამწვრთნელო კარიერა
2000–2001 არეცო
2001 კროტონე
2004–2005 პიზა
2005–2006 ნოვარა
2007–2008 სირია
2012–2017 იტალია (ქალთა ნაკრები)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მცველად.[10]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1978–1987 წლებში იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 73 შეხვედრას ატარებს და 9 ბურთი გააქვს.[11]

სტატისტიკა

რედაქტირება
იტალია
წელი მატჩი გოლი
1978 11 1
1979 3 0
1980 9 1
1981 8 0
1982 10 2
1983 7 2
1984 6 3
1985 7 0
1986 8 0
1987 4 0
ჯამში 73 9

მსოფლიო ჩემპიონატებზე

რედაქტირება

კაბრინიმ მსოფლიო ჩემპიონატების 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. 2019 წლისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ანტონიო კაბრინის — ფაბიო კანავაროსთან და გაეტანო შირეასთან ერთად — მეორე ადგილი უკავია იტალიელ ფეხბურთელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობის მხრივ. მათზე მეტჯერ მხოლოდ პაოლო მალდინიმ ითამაშა, მას მსოფლიო ჩემპიონატების 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.[12][13][14][15][16][17][18]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა იტალიის დროშა 3 მცველი 7 0 4 1 2
მეოთხე ადგილი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი იტალიის დროშა 4 მცველი 7 1 4 3 0
ჩემპიონი
1986 მექსიკის დროშა მექსიკა იტალიის დროშა 3 მცველი 4 0 1 2 1
მერვედფინალი

მიღწევები

რედაქტირება
იუვენტუსი

სანაკრებო

რედაქტირება
იტალია

ინდივიდუალური

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Cabrini, Antonio (1988). Io, Antonio. Milano: Sonzogno. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Facebook · Instagram
თემატური საიტები
International Appearances · National Football Teams · Matches in European Cups · 11v11 · AIC · BDFutbol · Biografieonline.it · Bologna Football Club 1909 · Calcio Giocato · Calcio.com · El Arte Del Futbol · FIFA XI´s Matches · Footballdatabase.eu · FootballFacts.ru · Footballia · ForzAzzurri.net · Goal.com · Zimbio · IMDb · Pes Miti del Calcio · Planet World Cup · Soccer Europe · Sportal.it · Storie di Calcio · Transfermarkt (M) · Transfermarkt (P) · Vanityfair.it · WorldFootball.net
ფოტო
Alamy · Getty Images
ვიდეო
Antonio Cabrini · YouTube · Udinese TV · Antonio Cabrini
მედია
Corriere dello Sport · L'Équipe · Marca · MilanoSportiva დაარქივებული 2021-10-21 საიტზე Wayback Machine. · Repubblica.it
მსოფლიო ჩემპიონატები
World Cup 1930–2018 · World Cup 1978 · World Cup 1982 · World Cup 1986