ანტანას ვენუოლისი

ანტანას ვენუოლისი (ლიეტ. Antanas Vienuolis; ნამდვილი გვარი – ჟუკაუსკასი, Žukauskas; დ. 26 მარტი, 1882, სოფ. უჟუოჟერიაი, ლიეტუვა, — გ. 17 აგვისტო, 1957, ანიკშჩიაი) — ლიეტუველი მწერალი, ლიეტუვის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1947), ლიეტუვის სახალხო მწერალი (1957).

ანტანას ვენუოლისი
ლიეტ. Antanas Vienuolis
დაბადების თარიღი 7 (19) აპრილი, 1882[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Ažuožeriai
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 1957(1957-08-17)[4] [1] [2] [3] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ანიკშჩიაი[2] [3]
საქმიანობა მწერალი[2] , აფთიაქარი[2] და დრამატურგი[2]
ენა ლიტვური ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ლიტვა
 სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Liepāja Gymnasium
ჯილდოები ლენინის ორდენი

1903-1907 წლებში თბილისში, ოტენის აფთიაქში მუშაობდა პროვიზორად. 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის ჩასვეს მეტეხის ციხეში, სადაც დაწერა ნარკვევი „ციხეში“. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო თბილისში, საქართველოთია შთაგონებული მისი „კავკასიური ლეგენდები“ (1905–1906, ქართული თარგმანი 1963). 1946 წელს ვენუოლისი მეორედ ჩამოვიდა საქართველოში. შთაბეჭდილებები ასახა წიგნში „კავკასია“. ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერლებთან.

ვენუოლისის თხზულებებში ასახულია ლიეტუვის ისტორია და თანამედროვეობა, ლიეტუვის ხალხის ყოფა-ცხოვრება, ფოლკლორი და მითოსი. გამოქვეყნებული აქვს რომანები („დღის დაწყებამდე“, 1925; „გზაჯვარედინი“, 1932; „სტუმარი ჩრდილოეთიდან“, 1933; „მინისტრი“, 1935), მოთხრობები („დაბრუნდა“, 1908; „დამხრჩვალი“, 1909; „კიბო“, 1920; „ინტელიგენტების პალატა“, 1921), პიესები („1831 წელი“, „ბინდი“, ორივე 1936), მოთხრობების კრებული („უძილო ღამეები“, 1937). საბჭოთა პერიოდში გამოაქვეყნა მოთხრობა „ნაშვილები ქალიშვილი“ (1946) და რომანი „პუოჯუნასების მამული“ (1949), რომლებშიც იგრძნობა სოციალისტური რეალიზმის კლიშეების გავლენა, ასევე „ჩემი მოგონებები“ და „გადმოცემები და ლეგენდები“ (ორივე 1957).

ლიტერატურა

რედაქტირება