ანრი მუო (ფრანგ. Henri Mouhot, დ. 15 მაისი, 1826, მონბელიარი, საფრანგეთი — გ. 10 ნოემბერი, 1861, ნაფანი, ლაოსი) — ფრანგი ბუნებისმეტყველი და მოგზაური. ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ ევროპისთვის „აღმოაჩინა“ და დასავლეთი პოპულარიზაცია გაუწია კხმერულ სატაძრო კომპლექს ანგკორ ვატს.

ანრი მუო

არსებობს გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ ანრი მუომ ჯუნგლებში მიტოვებული ძველი ქალაქი იპოვა, მაგრამ ეს მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა. ანგკორ-ვატი არასდროს ყოფილა ბოლომდე მიტოვებული, მასში ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ბერები. თვითონ მუო საკუთარ ჩანაწერებში ამბობდა, რომ მის მოსვლამდე ხუთი წლით ადრე ანგკორ-ვატში სხვა ევროპელი მკვლევრები იყვნენ, მათ შორის ფრანგი მისიონერი შარლ-ემილ ბუიევო, რომელმაც თავისი ნაშრომი 1857 წელს გამოაქვეყნა: „მოგზაურობა ინდოჩინეთში 1848–1856“, „ანამი და კამბოჯა“.

1858 წელს ანრი მუომ ბანგკოკიდან ოთხჯერ იმოგზაურა სიამში, კამბოჯასა და ლაოსში.1860 წლის იანვარში მან მიაღწია სატაძრო კომპლექს ანგკორ-ვატს. მან ეს ვიზიტი აღწერა, დატოვა დაწვრილებითი ჩანაწერები სამკვირიანი მოღვაწეობის შესახებ და ჩანახატები, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულ წიგნში შევიდა.

ანრი მუო 1861 წელს გარდაიცვალა მალარიისგან, ლაოსში თავისი მეოთხე ექსპედიციის დროს. დაკრძალეს იქვე, დედაქალაქ ლუანგპრაბანგის მახლობლად. მისი საფლავის ადგილმდებარეობა ახლაც ცნობილია.

თხზულებები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Henri Mouhot's diary; travels in the central parts of Siam, Cambodia and Laos during the years 1858-61.
  • Bryson, 2003, A Short History of Nearly Everything, chap. 6, ISBN 0-552-15174-2
  • Petrotchenko, Michel (2011), Focusing on the Angkor Temples: The Guidebook, 383 pages, Amarin Printing and Publishing, 2nd edition, ISBN 978 616 305 096 0

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება