ანკერიტი
ანკერიტი — მინერალი, ქიმიური შემადგენლობა , ზოგჯერ და მინარევით. სახელი ეწოდა ავსტრიელ მინერალოგ მ. ანკერის პატივსაცემად. ანკერიტი დოლომიტის ჯგუფის რთული კარბონატია, კრისტალდება ტრიგონულ სინგონიაში. კრისტალები რომბოედრული აქვს, აგრეგატები — მარცვლოვანი. თეთრია ან ნაცრისფერი. სიმაგრე მინერალური სკალით — 3,5, სიმკვრივე — 2900–3200 კგ/მ³. ზოგ პოლიმეტალურ და რკინის კარბონატულ მადანში თანამგზავრი მინერალია.
ანკერიტი | |
---|---|
ანკერიტი კვარცზე, პერუ | |
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | თეთრი, ნაცრისფერი |
სიმაგრე მოოსის სკალით | 3,5 |
სიმკვრივე | 2900–3200 კგ/მ³ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 468.