ანდრო კოტარია
ანდრო კოტარია (დ. 14 იანვარი, 1919 — გ. 22 მაისი, 2007, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, კლიმატოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1991).
ანდრო კოტარია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 იანვარი, 1919 |
დაბ. ადგილი | ზანათი, აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 22 მაისი, 2007 (88 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | კლიმატოლოგია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1941–45 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1948 წელს ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1949 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტში; 1952 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1953 წელს თემაზე: „ბრიზები დასავლეთ საქართველოში“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1977 წელს თემაზე: „ზოგადი მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია“.
კოტარიას მეცნიერული შრომები ძირითადად ეხება ბრიზული ცირკულაციის ცალკეულ პარამეტრებს, მის გავლენას მეტეოროლოგიური ელემენტების დღეღამურ რეჟიმსა და კლიმატურ პირობებზე, ვერტიკალურ სტრუქტურაზე და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კოლხეთის ჭაობების ამოშრობასთან დაკავშირებით კლიმატური ცვლილების საკითხებს. კოტარიას გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომები, მ.შ. ორტომიანი სახელმძღვანელო ზოგად მეტეოროლოგიაში.
1975 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია.
თხზულებები
რედაქტირება- ზოგადი მეტეოროლოგია, და კლიმატოლოგია, ნაწ. 1, კლიმატოლოგიის საფუძვლები, თბ., 1973;
- მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა კლიმატოლოგიური დამუშავების მეთოდები, ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების კურსი, თბ., 1987
- Некоторые вопросы вертикального развития бризовой циркуляции Черноморского побережья Грузии, ჩообщения АН ГССР, 1958;
- К вопросу о климатологическом расчете суммарной радиации в условиях сложного рельефа Грузии, იქვე, 1961, т. 26.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარიაძე ე., დიდი სამამულო ომის ვეტერანები თბილისის უნივერსიტეტში, თბ., 1985;
- შველიძე ზ., თბილისის უნივერსიტეტის წარგზავნილები დიდ სამამულო ომში, თბ., 1975;
- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.