ანდრია ტუპოლევი
ანდრია ნიკოლოზის ძე ტუპოლევი (რუს. Андрей Николаевич Туполев; დ. 29 ოქტომბერი (10 ნოემბერი), 1888, სოფელი პუსტომაზოვო, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 23 დეკემბერი, 1972, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953), გენერალ-პოლკოვნიკ-ინჟინერი (1968), სამგზის სოციალისტური შრომის გმირი (1945, 1957, 1972). სსრკ VII მოწვევის ცაკის წევრი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს III-VIII მოწვევების დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1908 წელს შევიდა მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც ნ. ჟუკოვსკის ხელმძღვანელობით დაიწყო მეცადინეობა ჰაერსანაოსნო წრეში. მონაწილეობდა პლანერის აგებაში, შემდეგ კი ამ პლანერითპირველად იფრინა. 1918 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჟუკოვსკისთან ერთად იყო აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტის (ცაგი) დამაარსებელი და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1922 წელს ცაგის შემადგენლობაში ჩამოაყალიბა საკონსტრუქტორო ბიურო და მას სათავეში ჩაუდგა. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა თვითმფრინავთმშენებლობაში დურალუმინის დანერგვის სამუშაოებს. 1924-1925 წლებში შექმნა პირველი მთლიანლითონური თვითმფრინავები ანტ-2 და ანტ-3. შექმნა 100 ტიპის თვითმფრინავი, რომელთაგან სერიულად გამოდიოდა 70. მის მიერ შექმნილი თვითმფრინავებით დამყარებულია 78 მსოფლიო რეკორდი, შესრულებულია 28 უნიკალური გადაფრენა, მათ შორის გადაფრენა გემ „ჩელიუსკინის“ ეკიპაჟის გადასარჩენად (ანტ-4), ვ. ჩკალოვისა და მ. გრომოვის ეკიპაჟების ძირს დაუშვებელი გადაფრენა აშშ-ში ჩრდილოეთ პოლუსის გავლით (ანტ-25) და სხვა. ტუპოლევის კონსტრუქციის მრავალ თვითმფრინავ-ბომბდამშენს, ტორპედომზიდს, მზვერავს (ტბ-1, ტბ-3, სბ, ტბ-7, მტბ-2, ტუ-2) და ტორპედულ კატარღებს (გ-4, გ-5) იყენებდნენ დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ ტუპოლოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა მრავალი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავი, მათ შორის პირველი საბჭოთა რეაქტიული ბომბდამშენი ტუ-12 (1947), პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-104 (1954), პირველი ტურბოხრახნული კონტინენტთაშორისი სამგზავრო ლაინერი ტუ-114 (1957), ტუ-124, ტუ-134, ტუ-154. შექმნა აგრეთვე ზებგერითი თვითმფრინავები, მათ შორის სამგზავრო ტუ-144.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებაა. ტუპოლევი იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო საავიაციო საზოგადოებისა (1970) და ამიერკავკასიის ავიაციისა და კოსმონავტიკის ინსტიტუტის (1971) საპატიო წევრი. 1958 წელს დააჯილდოვეს ჟუკოვსკის სახელობის ოქროს მედლით „ავიაციის თეორიაში საუკეთესო ნაშრომისათვის“. დაჯილდოვებულია ფაი-ს დიდი ოქროს მედლით, ლეონარდო და ვინჩის სახელობის პრემიით (იტალია), ავიაციის ფუძემდებელთა ოქროს მედლით (საფრანგეთი) და სხვა.
იყო ლენინური პრემიის ლაურეატი (1957), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943, 1948, 1949, 1952, 1972). დაჯილდოვებულია 8 ლენინის ორდენით, 6 სხვა ორდენით, მედლებით, აგრეთვე ორი უცხოეთის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 75-76.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118624717 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ 4.0 4.1 Туполев Андрей Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ TracesOfWar
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Munzinger Personen