ანტ-3
ანტ-3 პროლეტარი (რუს. АНТ-3 Пролетарий) — ორადგილიანი სადაზვერვო ტიპის საბჭოთა მთლიანლითონის თვითმფრინავი, შექმნილი ა. ტუპოლევის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს (რუს. ОКБ А.Н. Туполев) მიერ. იგი წარმოადგენდა ბიპლანს. მისი საცდელი ეგზემპლიარი შეიქმნა 1925 წლის ივლისში, ხოლო ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1929 წელს.
საფრენოსნო მახასიათებლები
რედაქტირება- ფრთათშორისი განი — 13.00 მ;
- თვითმფრინავის სიგრძე — 9.40 მ;
- თვითმფინავის სიმაღლე — 2.95 მ;
- ფრთების ფართობი — 37.00 მ²;
- მასა (ცარიელი) — 1412 კგ;
- მასა (დატვირთული) — 2400 კგ;
- ძრავის ტიპი — 1 ცალი ცილ.ძრ. «Niper-Lion»;
- სიმძლავრე — 1 х 450 ცხ.ძ.;
- მაქსიმალური სიჩქარე — 226 კმ/სთ;
- კრეისერული სიჩქარე — 195 კმ/სთ;
- ფრენის სიშორე — 560 კმ;
- სწრაფაღმავლობა — 294 მ/წთ;
- ფრენის ჭერი — 5100 მ;
- ეკიპაჟი — 2 ადამიანი.