ნიკოლოზ ჟუკოვსკი (რუს. Никола́й Его́рович Жуко́вский; დ. 17 იანვარი, 1847, ორეხოვო — გ. 17 მარტი, 1921) — რუსი ფიზიკოსი.

ნიკოლოზ ჟუკოვსკი
დაბ. თარიღი 5 (17) იანვარი, 1847[1] [2] ან 17 იანვარი, 1847(1847-01-17)[2]
დაბ. ადგილი ორეხოვო
გარდ. თარიღი 17 მარტი, 1921(1921-03-17)[3] [4] [5] [6] [2] (74 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[3]
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რსფსრ
საბჭოთა რუსეთი
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი და military flight engineer
მუშაობის ადგილი ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი და Russian University of Transport
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[7]
განთქმული მოსწავლეები John D. Akerman, Alexandr Arkhangelsky, Leonid Assur, Nickolay Delone, Alexander Mikulin, ლეონიდ ლეიბენზონი, Boris Stechkin, ანდრია ტუპოლევი, Sergey Chaplygin, Georgy Ozerov, ვასილი შულეიკინი, Aleksandr Nekrasov, Leonid Sedov[7] და Nikolay Ivanovich Mertsalov
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1847 წლის 17 იანვარს ვლადიმირის ყოფილ გუბერნიის სოფელ ორეხოვოში საგზაო ინჟინრის იაგორ ჟუკოვსკის ოჯახში დაიბადა ბავშვი, რომელსაც შემდეგში „რუსული ავიაციის მამა“ უწოდეს. ეს იყო ნიკოლოზ ჟუკოვსკი. პირველდაწყებითი განათლება ჟუკოვსკიმ ოჯახში მიიღო - წარჩინებული სტუდენტისრეჰმანის ხალმძღვანელობით. რეჰმანმა მას ფიზიკისა და ქიმიისადმი სიყვარული შთაუნერგა. 1858 წელს 11 წლის ჟუკოვსკი მოსკოვის მეოთხე გიმნაზიის მესამე კლასში ჩარიცხეს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობის პერიოდში ჟუკოვსკი ფიზიკით იყო გატაცებული, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სავსებით გაირკვა მისი სამეცნიერო ინტერესი: მან აირჩია თეორიული და გამოყენებითი მექანიკა. 1870 წლიდან ჟუკოვსკი იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის ქალთა გიმნაზიასა და უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა. 1882 წელს მან დაიცვა დისერტაცია გამოყენებითი მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე: „მოძრაობის სიმტკიცის შესახებ“.

1886 წელს იგი მიიწვიეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის პტოფესორად, ხოლო ერთი წლის შემდეგ პარალელურად დაიწყო მუშაობა უმაღლესი მექანიკური სასწავლებლის ანალიზური მექანიკის კათედრის პროფესორად. ჩვენი ქვეყნის ამ ორ უდიდეს სასწავლებელში გაშალა ჟუკოვსკიმ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობა. მის ირგვლივ შემოიკრიბნენ ახალგაზრდა მკვლევარები და მოწაფეები. 1894 წელს ჟუკოვსკი აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1900 წელს კი ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად წარადგინეს.იმდროინდელი წესის მიხედვით პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ვალდებული იყო პეტერბურგში ეცხოვრა. ჟუკოვსკიმ ვერ დატოვა თავისი საყვარელი მოწაფეები და მოწყობილი ლაბორატორიები, რის გამოც თვითონ მოხსნა თავისი კანდიდატურა აკადემიაში.

ნიკოლოზ ჟუკოვსკის შრომები

რედაქტირება

ჟუკოვსკი მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. 1905 წელს იგი მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. ამ საპატიო თანამდებობაზე იგი გარდაცვალებამდე დარჩა. უფრო გვიან, ჟუკოვსკი რუსული ავიაციის შექმნაზე მუშაობდა. 1914-1918 წლებში ჟუკოვსკი რუსული არმიის სამსახურში ჩადგა და ყოველნაირად ეხმარებოდა მის ტექნიკურ გაძლიერებას. პირველი აეროდინამიკური გამოკვლევა რუსეთში ჟუკოვსკიმ ჩაატარა. ჟუკოვსკის მეცნიერულ მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული თეორიული მექანიკის განვითარება რუსეთში. იგი იყო კლასიკურიი თეორიული მექანიკის კარგი მცოდნე, დაკვირვებული ბუნებისმეტყველი, მაღალი რანგის ინჟინერი და აეროდინამიკური სკოლის შემქმნელი რუსეთში.

1897-1898 წლებში ჟუკოვსკი მიიწვიეს მოსკოვის ახალი წყალსადენის მშენებლობაზე, იქ მას ევალებოდა ეხელმძღვანელა წყალსადენ მილებში ჰიდრავლიკური დარტყმებისათვის. მრავალი დაკვირვების შედეგად ჟუკოვსკიმ დაასკვნა, რომ ჰიდრავლიკური დარტყმა წყალსადენ მილებში ვრცელდება მუდმივი სიჩქარით. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჟუკოვსკი დაინტერესდა აეროდინამიკის საკითხებით. თავის პირველ შრომაში მან მოგვცა ფრინველის სიმძიმის ცენტრის მოძრაობის განტოლება და შეისწავლა მისი ფრთების ტრაექტორია; განსაზღვრა ე.წ. „მკვდარი მარყუჟის“ ტრაექტორიაც. ამგვარად, ჟუკოვსკიმ იწინასწარმეტყველა თვითმფრინავის მოძრაობის შესაძლებლობა.

შემდეგ შრომაში ჟუკოვსკიმ მოგვცა თვითმფრინავის მარტივი მოძრაობის გამოთვლის მეთოდები და თვითმფრინავის სეროდინამიკური გამოთვლის ძირითადი განტოლების გრაფიკული ამოხსნის მეთოდები - ე. წ. „ჟუკოვსკის წევის მეთოდი“. 1907 წელს გამოქვეყნდა ჟუკოვსკის შრომა „გრიგალთა წარმოშობის შესახებ“, რომელშიც მოცემულია თვითმფრინავის ფრთის ამწევი ძალის გნსაზღვრის მეთოდები; თვითმფრინავის ფრენის სიჩქარის ცირკულაციის განსაზღვრის მეთოდი; ამ მეთოდის თანამედროვე ავიაციაში ჟუკოვსკის ჰიპოთეზა ეწოდება. აქვეა მოცემული მისი შესანიშნავი თეორემა, რომელიც ამტკიცებს, რომ „თვითმფრინავის ამწევი ძალა გაქანების გრძივ მეტრზე უდრის ჰაერის სიმკვრივეს გამრავლებულს მოძრაობის სიჩქარეზე და ფრთის ირგვლივ ჰაერის ცირკულაციის სიჩქარეზე. 1912 წელს ჟუკოვსკიმ გამოაქვეყნა თვითმფრინავის პროპელერის თეორია. ამის შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ცნება - „ჟუკოვსკის ხრახნი“.

ნიკოლოზ ჟუკოვსკი გარდაიცვალა 1921 წლის 17 მარტს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 277-281.
  1. http://www.emomi.com/history/zhukovsky.pdf
  2. 2.0 2.1 2.2 Педагоги и психологи мира — 2012.
  3. 3.0 3.1 Жуковский Николай Егорович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 9 : Евклид — Ибсен. — С. 240–242.
  4. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  5. SNAC — 2010.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Mathematics Genealogy Project — 1997.