ანდრია ბენაშვილი (მუსიკათმცოდნე)
ანდრია სიმონის ძე ბენაშვილი (დ. 14 დეკემბერი [ძვ. სტ. 2 დეკემბერი], 1852, ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 23 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 დეკემბერი], 1908, ქუთაისი ) — ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე.
ბიოგრაფიარედაქტირება
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მოღვაწეობდა ქუთაისში. სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენას, ქალთა საეპარქიო სასწავლებელში - გალობას; ლოტბარობდა გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობელთა გუნდს. ბენაშვილის „მოკლე ქართული გრამატიკა“ (1894) სახელმძღვანელო იყო საქართველოს სასულიერო სასწავლებლებში. 1885 წელს გამოსცა „ქართული ხმები. საეკლესიო გალობა წმ. იოანნე ოქროპირის წირვის წესისა. ქართლ-კახეთის კილოზე. ხალხური სიმღერები, შეკრებილი და ნოტებზე გადაღებული“.
ლიტერატურარედაქტირება
- შანიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 302.