ჰანს კრისტიან ანდერსენი
ჰანს კრისტიან ანდერსენი (დან. Hans Christian Andersen; დ. 2 აპრილი, 1805, ოდენსე, დანია ― გ. 4 აგვისტო, 1875, კოპენჰაგენი) — დანიელი პოეტი და მეზღაპრე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაანდერსენი იყო ღარიბი მეწაღის შვილი. მას ადრევე აღმოაჩნდა დიდი წარმოსახვის უნარი, რაც უფრო გააძლიერა დედამისის ცრუმორწმუნეობამ. მამა 1816 წელს გარდაეცვალა და ჰანს კრისტიანს თავის რჩენა თავად უწევდა. მან შეწყვიტა სკოლაში სიარული, თავადვე ააგო თოჯინების პატარა თეატრი და დაიწყო თავისი მარიონეტებისთვის ტანსაცმლის კერვა. გარდა ამისა, კითხულობდა ყველაფერს, რის შოვნასაც ახერხებდა.
ჰანს კრისტიანის ოცნება იყო ოპერის მომღერლობა, ამის გამო 1819 წელს კოპენჰაგენში წავიდა. აქ იგი გიჟად მიიჩნიეს და სადაც მივიდა ყველა თეატრიდან გამოაგდეს. სამაგიეროდ დაუმეგობრდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყო კრისტოფ ვეისი და სიბონი, მოგვიანებით კი პოეტი ფრედერიკ გულდბერგი. მალე იგი შეგირდ მოცეკვავედ მიიღეს სამეფო თეატრში. სიზარმაცის გამო მან გულდბერგის კეთილგანწყობა დაკარგა, სამაგიეროდ იპოვა ახალი მფარველი ჯონა კოლენის სახით.
მეფე ფრედერიკ VI დაინტერესდა ამ უცნაური ბიჭით, თავის თავზე აიღო მისი მფარველობა და გააგზავნა სლაგელსის გრამატიკის სკოლაში სასწავლებლად. 1822 წელს ანდერსენმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი მოჩვენება პალნატოკის საფლავზე. იგი ძალიან უდისციპლინო და ზარმაცი მოსწავლე აღმოჩნდა და სასწავლებელში 1827 წლამდე დარჩა.
1829 წელს ანდერსენმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ფანტასტიკური რომანით ფეხით მოგზაურობა ჰოლმენის არხიდან ამაგერამდე. ამავე წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 1833 წელს მეფემ იგი ევროპაში სამოგზაუროდ გაგზავნა.
1835 წელს გამოვიდა ანდერსენის რომანი იმპროვიზატორი და ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ზღაპრები, რომელთა მნიშვნელობა თავიდანვე არ იქნა აღიარებული და არც კი იყიდებოდა.
1840-1841 წლებში ანდერსენმა იმოგზაურა გერმანიაში, იტალიაში, მალტასა და საბერძნეთში. ეს მოგზაურობა აღწერა თავის ნაწარმოებში პოეტის ბაზარი (1842).
1838 წელს გამოვიდა ზღაპრების მეორე სერია, 1845 წელს კი - მესამე. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრები ანდერსონს ბავშვებისთვის არ დაუწერია, ისინი სწორედ მოზარდებში გახდა პოპულარული.
ამ პერიოდისთვის იგი უკვე მთელს ევროპაში იყო ცნობილი. 1857 წელს გამოსცა ნოველა ყოფნა თუ არყოფნა. 1872 წელს გამოვიდა ანდერსენის ბოლო ზღაპრები. ამავე წელს მან ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს. იგი დაკრძალულია ასისტენის სასაფლაოზე, კოპენჰაგენში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანდერსენის ნაწარმოებები სხვადასხვა ფორმატში (ინგლისურ ენაზე) დაარქივებული 2008-02-21 საიტზე Wayback Machine. .
- ზღაპრები
- ანდერსენის ზღაპრები ფრანგულად.
- ჰანს კრისტიან ანდერსენის ცენტრი
- ჰანს კრისტიან ანდერსენის მუზეუმი დაარქივებული 2006-02-15 საიტზე Wayback Machine.
- ანდერსენის ზღაპრები სხვადასხვა ენებზე დაარქივებული 2007-03-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118502794 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 89. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ 4.0 4.1 Hans Christian Andersen
- ↑ 5.0 5.1 H.C. Andersen
- ↑ 6.0 6.1 Hans Christian Andersen — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 8.0 8.1 SNAC — 2010.
- ↑ 9.0 9.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 10.0 10.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 11.0 11.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 12.0 12.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 13.0 13.1 IMSLP — 2006.
- ↑ 14.0 14.1 http://web.archive.org/web/20170323062220/http://jeugdliteratuur.org/auteurs/hans-christian-andersen
- ↑ 15.0 15.1 Discogs — 2000.
- ↑ 16.0 16.1 NooSFere — 1999.
- ↑ 17.0 17.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 18.0 18.1 BD Gest'
- ↑ 19.0 19.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 20.0 20.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 21.0 21.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 23.0 23.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 24.0 24.1 Salzburgwiki
- ↑ 25.0 25.1 Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 28.0 28.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ Андерсен Ханс Кристиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www.telegraph.co.uk/technology/google/7546807/Hans-Christian-Andersen-honoured-in-Google-doodle.html
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 Catalog of the German National Library
- ↑ http://www.bbc.co.uk/radio4/excessbaggage/index_20050604.shtml
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Twee hanen.
- ↑ Allmusic — 1991.
- ↑ 36.0 36.1 https://theaterencyclopedie.nl/wiki/index.php?curid=4272
- ↑ http://www.telegraph.co.uk/travel/destination/denmark/148125/A-weekend-break-in...-Copenhagen.html
- ↑ http://www.bbc.co.uk/norfolk/kids/nightingale_preview.shtml
- ↑ https://www.hebban.nl/het-gouden-penseel
- ↑ https://finlandabroad.fi/web/swe/ajankohtaista/-/asset_publisher/TV8iYvdcF3tq/content/pohjantahden-ritarikunnan-kunniamerkki-leif-tengstromille/384951
- ↑ 42.0 42.1 42.2 Dansk Biografisk Leksikon, 3. udgave — 3 — 1984.