ენგუს დიტონი

(გადამისამართდა გვერდიდან ანგუს დიტონი)

ენგუს სტიუარტ დიტონი (ინგლ. Angus Stewart Deaton; დ. 19 ოქტომბერი, 1945, ედინბურგი) — ანგლო-ამერიკელი ეკონომისტი. 2015 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკაში „მოხმარების, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“. ვუდრო ვილსონის საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.

ენგუს სტიუარტ დიტონი
მშობლიური სახელი ინგლ. Angus Stewart Deaton
დაბ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1945
დაბ. ადგილი ედინბურგი, შოტლანდია
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო და აშშ
მეუღლე ენ კეისი
საქმიანობა ეკონომისტი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და მწერალი[2]
მოღვაწეობის სფერო მიკროეკონომიკა, ეკონომიკა[3] , სიღარიბე[3] , distributive justice[3] , სოციალური სამართლიანობა[3] , social inequality[3] , ჯანმრთელობა[3] და subjective wellbeing[3]
დამსაქმებელი პრინსტონის უნივერსიტეტი, ბრისტოლის უნივერსიტეტი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი[4] და პრინსტონის უნივერსიტეტი[5]
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია[6] , ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია[7] , ბრიტანული აკადემია[8] , ედინბურგის სამეფო საზოგადოება[9] , ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება და ეკონომეტრიკის საზოგადოება[10]
ჯილდოები ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში (2015)
ალმა-მატერი ფიცუილიამის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი რიჩარდ სტოუნი
დოქტორანტი Serena Ng, Duncan Thomas, Douglas Lee Miller[11] , Scott Lansing Fulford[11] და John Edward McLaren[11]
საიტი scholar.princeton.edu/deaton

ბიოგრაფია

რედაქტირება

დიტონი დაიბადა ედინბურგში, შოტლანდიაში, 1945 წლის 19 ოქტომბერს. სწავლობდა ფეტესის კოლეჯში. ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1967-68 წლებში მუშაობდა ინგლისის ბანკში. 1976-1983 წლებში ბრისტოლის უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის პროფესორი. 1979-1980 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის მიწვეული, ხოლო 1983 წლიდან სრული პროფესორი. ეკონომეტრიკული საზოგადოების წევრია. 1978 წელს მიიღო ფრიშის მედალი. 2009 წელს ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება