ანგელოს სიკელიანოსი

ანგელოს სიკელიანოსი (ბერძ. Άγγελος Σικελιανός; დ. 28 მარტი, 1884 — გ. 19 ივნისი, 1951) — ბერძენი პოეტი და დრამატურგი.

ანგელოს სიკელიანოსი
ბერძ. Άγγελος Σικελιανός
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1884(1884-03-15)[1]
დაბადების ადგილი ლეფკასი
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 1951(1951-06-19)[2] [1] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ათენი
დასაფლავებულია First Cemetery of Athens
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი და დრამატურგი[3]
ენა ბერძნული ენა
მოქალაქეობა  საბერძნეთი
ალმა-მატერი ათენის უნივერსიტეტი
ჯილდოები State Literature Award (Greece)
მეუღლე ევა პალმერ-სიკელიანოსი და ანა სიკელიანოსი
შვილ(ებ)ი Glafkos Sikelianos
ნათესავ(ებ)ი Eleni Sikelianos
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1884 წელს, კუნძულ ლევკადაზე, არისტოკრატიულ ოჯახში. 1900 წელს იგი გაუშვეს ათენში იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად, მაგრამ ორ წელიწადში იგი თავს ანებებს სწავლას და ლიტერატურულ ჟურნალებში თავის პირველ ლექსებს აქვეყნებს. მის ლექსებში პარნასიზმსა და სიმბოლიზმთან ერთად ინდივიდუალური ხედვაც ჩანს. სიკელიანოსი პარალელურად უერთდება კორნალისის თეატრალურ დასს, როგორც დრამატურგი და მსახიობი.

1905 წელს გაიცნო ამერიკელი ქალი ევა პალმერი, რომელიც საფრანგეთში არქეოლოგიას ასწავლიდა. მათ სიყვარულის გარდა ნოვატორული იდეები აერთიანებდათ. 1907 წელს ევამ და ანგელოსმა იქორწინეს. მალე სიკელიანოსმა დელფიური მოძრაობის წამოწყება სცადა, რომელიც გულისხმობდა დელფიური დღესასწაულების აღდგენას. 1927 წელს მისი ძალისხმევით განხორციელდა პირველი დელფიური დღესასწაულები, თუმცა უსახსრობის გამო ამან სისტემატიური ხასიათი ვერ მიიღო. ევა ამერიკაში გაემგზავრა, რათა ქმარს დახმარებოდა ფინანსურად, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო იგი ვეღარ დაბრუნდა საბერძნეთში 1952 წლამდე. დაბრუნებიდან მცირე პერიოდში იგი გარდაიცვალა და დელფოსთან ახლოს დაკრძალეს. ევას საბერძნეთში არყოფნისას სიკელიანოსმა მეორე ცოლი მოიყვანა.

სამწერლობო ასპარეზზე სიკელიანოსი 1902 წელს გამოჩნდა. მისი მთელი პოეზია თავმოყრილია კრებულში: „ლირიკული ცხოვრება“, რომელიც იყოფა ლექსების სხვადასხვა ციკლებად. მას ეკუთვნის ასევე ტრაგედიების კრებული „სამსხვერპლო“ და „პროზაული სიტყვა“.

მის შემოქმედებაში შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი ელემენტი:

  1. სიკელიანოსისთვის პოეტი არის გმირი, ხოლო ლექსები მისი იარაღი. მას აქვს საკუთარი პოეტური იდეოლოგია. მისი ლექსები ყოველთვის კონკრეტულ მიზანს ისახავს.
  2. სიკელიანოსის შემოქმედება ენათესავება ხალხურ სიმღერას, პოეტი ითვისებს ხალხურობას. მისი ლექსების თითოეულ სტროფში შეიგრძნობა ხალხური სიმღერისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და ლირიკულობა.
  3. კლასიკური ტენდენციის შემოქმედებითად ათვისება და გამოყენება. მისი პოეზია ძირითადად ანტიკურობიდან აღებული სახეებით და სიმბოლოებით საზრდოობს. იგი იკვლევდა ჰომეროსს, ჰესიოდეს, პინდაროსს... მიძღვნილი აქვს მონოგრაფიები ესქილეს, სოფოკლეს და ევრიპიდესადმი. ასევე აქვს ნაშრომი პლატონზე, ნეოპლატონიკოსებზე, არისტოტელესა და პავსანიაზე. პოეტი იღებს საქვეყნოდ ცნობილ სახეებს, მათ უცვლის გარემოს და თავისი იდეების მიხედვით მიჰყავს მოქმედება.

სამწერლობო ასპრეზზე გამოჩნდა ლექსი-პოემით „სულთამხილველი“. ეს არის სხვადასხვა, ერთმანეთთან საოციაციურად დაკავშირებული ლექსებისაგან შემდგარი პოემა.

შემდეგ იბეჭდება ლექსების ციკლი „იონიის რაფსოდიები“, რომელშიც შესულია რაფსოდიები ანუ ლექს-სიმღერები.

მისი ენა გამდიდრებულია არქაული ფორმებით, ხალხური ლექსიკით, სოფლებში შემორჩენილი კილოებით. ასევე იყენებს ეკლესიის საგალობლებს და ბიზანტიური სიმღერების ლექსიკას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრებულია: „ცხოვრების პროლოგი“, რომელიც იყოფა „თვითშეგნება ჩემი მიწისა“, „თვითშეგნება ჩემი რასისა“, „თვითშეგნება ქალისა“, „თვითშეგნება რწმენისა“ და „თვითშეგნება პირადი შემოქმედებისა“.

1946 წელს სიკელიანოსი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. 1951 წლის 19 ივნისს ანგელოს სიკელიანოსი გარდაიცვალა.

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Czech National Authority Database