ანგელინა ნიკონოვა

ანგელინა იურის ასული ნიკონოვა (რუს. Ангелина Юрьевна Никонова; დ. 27 თებერვალი, 1976, დონის როსტოვი) — რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

ანგელინა ნიკონოვა

რუს. Ангелина Юрьевна Никонова
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1976 (1976-02-27) (48 წლის)
დონის როსტოვი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი

შემოქმედებითი ბიოგრაფია

რედაქტირება

წარჩინებით დაამთავრა დონის როსტოვის №36 სპეციალური სკოლა ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლებით.[1]სკოლაში სწავლის პერიოდში, 1989 წელს ანგელინა 2 კვირით აშშ-ში აღმოჩნდა. ამ მოგზაურობამ ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში და გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ უმაღლეს განათლებას სწორედ აქ მიიღებდა. 1993 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც უმაღლესი განათლება მიიღო სახვითი ხელოვნების სკოლაში (მანჰეტენზე) ფილმისა და ვიდეოს ფაკულტეტზე. როგორც თავად ნიკონოვა ყვება, „იმ დროს დონის როსტოვიდან მოსკოვში გადასვლა არანაკლებ რთული იყო, ვიდრე ნიუ-იორკში. მე ინგლისური კარგად ვიცოდი და შესაძლებლობების საძებნელად ოკეანის გაღმა გავემგზავრე“.[2] პროფესია, რომელიც ანგელინა ნოვიკოვამ მიიღო ხელოვნების სკოლაში, იყო „ფილმის შემქმნელი“, რომელიც მოიცავდა რეჟისორის, სცენარისტის და მონტაჟის რეჟისორის უნარ-ჩვევებს.

რეჟისორის სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩიხი“ (Isosceles, 2001) დაჯილდოვდა მოსკოვის „წმინდა ანას“ საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე და „Cineview“ (ფლორიდა, აშშ) საერთაშორისო ექსპერიმენტულ ფილმების ფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი“.

რუსულ-ამერიკული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის — „დაბრუნების წერტილი“ პრემიერა გაიმართა 2006 წელს კინოთეატრ „ფიტილში“, სადაც ფილმი კინოგაქირავებაში ჩაუშვეს.

ნიკონოვას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის — „პორტრეტი ბინდში“ რუსული პრემიერა გაიმართა კინოტავრზე 2011 წელს. ფილმი ეფუძნება რეჟისორის ერთობლივ სცენარს მსახიობ ოლგა დიხოვიჩნაიასთან. მისი საერთაშორისო პრემიერა გაიმართა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის „საავტორო დღეების“ ფარგლებში. ფილმის პროდიუსერი იყო თავად ნიკონოვა და გადაღებულია 20000 აშშ დოლარის ბიუჯეტით[3] Canon EOS 5D Mark II [4] გამოყენებით 29 დღეში.[5] ნამუშევარმა მოიპოვა 18 ჯილდო საერთაშორისო და რუსულ კინოფესტივალებზე. ფილმი რუსეთსა და საფრანგეთში კინოდისტრიბუციაში იყო. ფილმის სიმკაცრისა და ავთენტურობისთვის კოლეგებმა კულისებში ნიკონოვას მეტსახელი „ფონ ტრიერი კაბაში“ შეარქვეს.[6]

2014 წელს ნიკონოვამ გადაიღო თავისი მეორე მხატვრული ფილმი, ინგლისურენოვანი კომედია „Velkam khom“, რომელიც მოგვითხრობს რუსი ემიგრანტების ცხოვრებაზე ნიუ-იორკში. სცენარი მთავარ მსახიობებთან, ოლგა დიხოვიჩნაიასთან და კარენ ყარაგულიანთან ერთად დაიწერა. ფილმის პრემიერა გაიმართა 2015 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე (თუმცა ნიკონოვა მას „არასაფესტივალოდ“ თვლიდა). ფილმი რუსულ კინოგაქირავებაში იყო.

2015 წელს ნიკონოვამ ჩამოაყალიბა კინოსკოლა „2morrow Film School“[7]

2016 წელს მან თავი სცადა სატელევიზიო სერიალის ფორმატში, ფსევდონიმით — ვერონიკა სამსონოვა გადაიღო რომანტიკული ოთხ ეპიზოდიანი კომედია „Пуанты для Плюшки“ (TV Center), რომელიც ნომინირებული იყო „ნიკაზე“.

2017 წელს იგი კომპანია „კოსმოსმა“ მიიწვია სერიალზე „გამარჯვებულები“ (NTV) სამუშაოდ, რომლის წარმოება უკვე დაწყებული იყო. წარმატებით დაასრულდა რთული გადაღებები, ტიტრებში მოხსენიებულია რეჟისორთან ერთად, რომელმაც პროექტი დაიწყო.

მესამე მხატვრული ფილმის, ამერიკული საშინელებათა ფილმის სცენარი თავად ნიკონოვამ დაწერა. გადაღებები მისისიპში მიმდინარეობდა.

მეოთხე ფილმი მელოდრამაა „ვინმემ ნახა ჩემი გოგონა?". სცენარი დაფუძნებულია კარინა დობროტვორსკაიას წიგნზე „ვინმემ ნახა ჩემი გოგონა? ასი წერილი სერიოჟას", პროდიუსერები საბინა ერემეევა და ნათელა კრაპივინა, გამოვიდა 2021 წელს.

ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. ფილმების გარდა, ის იღებს რეკლამებს, მუსიკალურ კლიპებს, სერიალებს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მამა — იური სტეპანეს ძე, დედა — ჟანა ალექსანდრეს ასული. ქალიშვილობის გვარი — ფედოსენკო. ნიკონოვა — ბაბუის გვარი — ფსევდონიმად აიღო. მეუღლესთან, ამერიკელ კინოპროდიუსერ ბილი დიტრიხთან დაცილებულია.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება