პორტრეტი ბინდში
„პორტრეტი ბინდში“ (რუს. Портрет в сумерках) — 2011 წლის რუსული ეროტიკული დრამა. რეჟისორი — ანგელინა ნიკონოვა.
„პორტრეტი ბინდში“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ანგელინა ნიკონოვა |
პროდიუსერი | ანგელინა ნიკონოვა |
სცენარის ავტორი | ანგელინა ნიკონოვა, ოლგა დიხოვიჩნაია |
როლებში | ოლგა დიხოვიჩნაია, სერგეი ბორისოვი |
გამოსვლის თარიღი | 2011 |
ხანგრძლივობა | 105 წთ. |
ქვეყანა | რუსეთი |
ენა | რუსული |
ბიუჯეტი | $ 20 ათასი |
სიუჟეტი
რედაქტირებამარინა, ახალგაზრდა, მდიდარი, მიმზიდველი გოგონა, რომელიც სოციალური საქმიანობით არის დაკავებული „სულიერებისთვის“, ერთ დღეს როსტოვის გარეუბანში[1] მარტო აღმოჩნდება, ფულისა და მობილური ტელეფონის გარეშე და გატეხილი ქუსლით. მას საგზაო პოლიციის თანამშრომლები გააუპატიურებენ. მარინა გადაწყვეტს შური იძიოს ერთ-ერთ მოძალადეზე და ისევ და ისევ ბრუნდება მისი დამცირების ადგილზე. დამნაშავის თვალყურის დევნების შემდეგ, მას თავს შეაყვარებს, მაგრამ თავადაც უყვარდება მოძალადე.
ფილმის შესახებ[2]
რედაქტირება- ეს ანგელინა ნიკონოვას პირველი ფილმია. ის აშშ-ში ცხოვრობდა, მაგრამ თავისი ფილმი გადაიღო დიდი ხნის წინ მიტოვებულ როსტოვში, სადაც არის დაბადებული.
- მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი, სერგეი ბორისოვი, რომელიც მოძალადე პოლიციელის როლს ასრულებს, სინამდვილეში არა მსახიობი, არამედ პოლიციელია.
- „პორტრეტი ბინდში“ არის მცირებიუჯეტიანი ფილმი, რომელიც გადაღებულია დონის როსტოვში 2 ცალი Canon EOS 5D Mark II ფოტოკამერით[3] 29 დღეში [4] პროდუქციის ბიუჯეტი 20,000 აშშ დოლარია[5].
როლებში
რედაქტირება- ოლგა დიხოვიჩნაია — მარინა
- სერგეი ბორისოვი — მოძალადე პოლიციელი
- რომან მერინოვი
- ვსევოლოდ ვორონოვი
- სერგეი გოლიუდოვი
- ჯულია კორენი — ლერა
- გალინა კორენი
- ბორის ვერნიგოროვი
- ნიკოლაი ხანჟაროვი
ჯილდოები
რედაქტირება- 2011 — კინოტავრი — „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის"[6]
- 2011 — რეიკიავიკის საერთაშორისო კინოფესტივალი — გრან პრი[1]
- 2011 — ვარშავის კინოფესტივალი — „საუკეთესო დებიუტისთვის“
- 2011 — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი კოტბუსში - გრან პრი
- 2011 — თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი — გრან-პრი და საუკეთესო ფილმის ჯილდო ბერძენი კინოკრიტიკოსებისგან
- 2011 — საერთაშორისო კინოფესტივალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ ორენბურგში — „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“
- 2011 — მე-19 რუსული კინოფესტივალი ონფლორში (საფრანგეთი) — ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრემია[7]
- 2012 წელი — ევროპული კინოაკადემიის ჯილდო — ნომინაცია ფიპრესის პრიზზე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 «Портрет в сумерках» выходит в прокат დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , openspace.ru, 10 ноября 2011
- ↑ «Сумерки» без вампиров
- ↑ Пролетарский. А. Ангелина Никонова: Надежду в конце драматических фильмов я называю «воздухом» დაარქივებული 2014-02-25 საიტზე Wayback Machine. // artmageddon.net. — 2012. — 1 февр.
- ↑ Глазкова Е. Ангелина Никонова: «Мы не на поверхности» დაარქივებული 2012-03-25 საიტზე Wayback Machine. // snimifilm.com. — 2011. — 22 ноября.
- ↑ Гаврилов А. «Портрет в сумерках» режиссёр Ангелина Никонова идет в прокат დაარქივებული 2014-02-25 საიტზე Wayback Machine. // kinote.info. — 2011. — 12 окт.
- ↑ «Сумерки» без вампиров დაარქივებული 2011-11-16 საიტზე Wayback Machine. , kommersant.ru, 15 ноября 2011
- ↑ XIX Фестиваль русского кино в Онфлере