ანა მარია დანიელი (დან. Anne Marie af Danmrak, ბერძ. Άννα-Μαρία της Ελλάδας; დ. 30 აგვისტო, 1946) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ IX-ისა და დედოფალ ინგრიდ შვედის ნაბოლარა ასული. საბერძნეთის უკანასკნელი დედოფალი 1964-73 წლებში როგორც კონსტანტინოს II-ის მეუღლე. დანიის დედოფალ მარგრეტე II-ის უმცროსი და.

ანა მარია დანიელი
საბერძნეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 სექტემბერი, 1964
მმართ. დასასრული: 1 ივნისი, 1973
წინამორბედი: ფრედერიკა ჰანოვერელი
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აგვისტო, 1946 (1946-08-30) (78 წლის)
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
მეუღლე: კონსტანტინოს II, საბერძნეთის მეფე
შვილები: ალექსია
პავლოსი
ნიკოლაოსი
თეოდორა
ფილიპოსი
სრული სახელი: ანა მარია დაგმარ ინგრიდი
დინასტია: გლიუქსბურგები
მამა: ფრედერიკ IX, დანიის მეფე
დედა: ინგრიდ შვედი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანა მარია დაიბადა 1946 წლის 30 აგვისტოს ამალიენბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის მეფე ფრედერიკ IX-ისა და დედოფალ ინგრიდ შვედის მესამე და ნაბოლარა ქალიშვილი. იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს ლუთერანად, მისი ნათლიები კი ბაბუამისი, მეფე კრისტიან X, მეორე ბაბუა, შვედეთის კრონპრინცი გუსტავ ადოლფი, ნორვეგიის მეფე, დანიის დედოფალი ალექსანდრინა და დიდი ბრიტანეთის დედა-დედოფალი მერი ტეკელი იყვნენ.

1964 წლის 18 სექტემბერს, ათენში შედგა მისი და საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს II-ის ქორწინება, რის შემდეგაც იგი საბერძნეთის დედოფალი გახდა. მათ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც ანა მარიამ ხუთი შვილი გააჩინა, სამი ვაჟი და ორი გოგონა. 1972 წელს დანიის დედოფალი მისი უფროსი და, მარგრეტე II გახდა, თუმცა მომდევნო 1973 წელს საბერძნეთში მონარქია დაამხეს და სამეფო ოჯახიც გააძევეს. თავდაპირველად ანა მარია და კონსტანტინოსი რომში გაიქცნენ, შემდეგ დანიაში დასახლდნენ, საბოლოოდ კი ლონდონში გადავიდნენ, სადაც კონსტანტინოსი 2013 წელს გარდაიცვალა.

დღეისათვის ანა მარია ლონდონში ცხოვრობს, როგორც დიდი ბრიტანეთის ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე, როგორც დედოფალ ვიქტორიას ვაჟის, პრინცი არტურის შთამომავალი.

  1. ალექსია (დ. 10 ივლისი, 1965, კორფუ), 1999 წელს ცოლად გაჰყვა კარლოს მორალეს კინტანას, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
  2. პავლოსი (დ. 20 მაისი, 1967, ტატოი), საბერძნეთის ტახტის რიგით პირველი მემკვიდრე, 1995 წელს იქორწინა მარი-შანტალ მილერზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  3. ნიკოლაოსი (დ. 1 ოქტომბერი, 1969, რომი), 2010 წელს იქორწინა ტატიანა ბლატნიკზე, თუმცა შვილები არ ჰყავთ;
  4. თეოდორა (დ. 9 ივნისი, 1983, ლონდონი);
  5. ფილიპოსი (დ. 26 აპრილი, 1986, ლონდონი);

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Prinsesse Anne-Maries fødsel og dåb Archived February 3, 2012, at the Wayback Machine – Website of the Danish National Archives.
  • "Kongen uden rige" (in Danish). Vejle Amts Folkeblad.
  • Situationist International, issue No 9, The Longest Months, August 1964
  • "CNN.com Transcripts – Larry King Live Interview With King Constantine of Greece". web.archive.org. 2001-02-07. Archived from the original on 2004-12-26. Retrieved 2015-09-04.
  • McIntosh, David (December 2005). "The Sad Demise of the House of Savoy". European Royal History Journal. Arturo E. Beeche. 8.6 (XLVIII): 3–6.
  • Article 4, Section 7 of the constitution states, "Titles of nobility or distinction are neither conferred upon nor recognized in Greek citizens." See also the full text.