ანა გოგელია

ქართველი არქიტექტორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგელია.

ანა ფილიპეს ასული გოგელია (დ. 30 მაისი, 1906, ყარსი — გ. 27 აგვისტო, 1997, თბილისი) — ერთ-ერთი პირველი ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი ქალი.

ანა გოგელია
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1906(1906-05-30)
დაბ. ადგილი ყარსი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1997(1997-08-27) (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (1936). მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქკომუნპროექტში“, პარალელურად — არქიტექტურული ძეგლების აღრიცხვა-ფიქსაციასა და შესწავლაზე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ახალციხისა და ზესტაფონის რაიონები, ჭიათურის ზონა და სხვ.). 1951 წლიდან მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში არქიტექტორ-რესტავრატორად. მონაწილეობდა გორის ციხის (რ. გვერდწითელთან ერთად), თუშმალიშვილების კოშკის (ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი), ალავერდის კომპლექსის გალავნის (გ. ჭეიშვილთან და გ. ჯაფარიძესთან ერთად) შესწავლასა და კონსერვაცია-აღდგენითი პროექტების შედგენაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება