ქუცნა ამირეჯიბი
(გადამისამართდა გვერდიდან ამირეჯიბი, ქუცნა)
ქუცნა ამირეჯიბი (გაბელისძე)[1] — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, ქართლის მსხვილი ფეოდალი XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე. რამდენიმეჯერ იყო წარგზავნილი საქართველოს მეფის ელჩად კონსტანტინოპოლს. თემურლენგის ლაშქრობათა შემდეგ აღდგენითი სამუშაოები წამოიწყო. კერძოდ, განაახლა ულუმბისა და ნაბახტევის ეკლესიები (სოფ. ალის მახლობლად, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი). ამირეჯიბი გამოხატულია ნაბახტევის ეკლესიის კედელზე თავის მეუღლე რუსა ამირეჯიბთან ერთად. ამირეჯიბის ასული ნათია ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3-4, თბ., 1966-1967
- მეგრელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 398.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩიქოვანი, იური; ბიჭიკაშვილი, იოსებ. თავად ამირეჯიბების საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი. საქართველოს ეროვნული არქივი. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2023