ამბრის ხე, ლიკვიდამბარი (Liquidambar) — ხეების გვარი ჰამამელისისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 -ს აღწევს, დიამეტრი — 1,5 მ-ს. აქვთ ნეკერჩხლისებრი ფოთლები და უყვავილსაფრო ყვავილები.

ამბრის ხე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Liquidambar

ცნობილი 4 სახეობიდან ყველა ერთსახლიანი და ფოთოლმცვივანია. ამბრის ხე გვხვდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მცირე აზიასა და კ. ტაივანზე. იზრდება ტენიან ტყეებში, აგრეთვე მდინარეებისა და ჭაობების მახლობლად. კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ინტროდუცირებულია 3 სახეობა: „აღმოსავლური“ (Liquidambar orientalis), „ფორმოზისა“ (Liquidambar formosana) და „ფისოვანი ამბრის ხე“ (Liquidambar styraciflua). ეს უკანასკნელი სწრაფმზარდია, სახეივნო, რეკომენდებულია ქარსაფრებისათვის. იძლევა კარგ საავეჯო მერქანს და სურნელოვან ფისს — ამბარს.

ლიტერატურა

რედაქტირება