ერთსახლიანი მცენარეები

ერთსახლიანი მცენარეებიმცენარეები, რომელთა ერთსქესიანი ყვავილები, მამრობითიც (მტვრიანიანი) და მდედრობითიც (ბუტკოიანი), ერთსა და იმავე მცენარეზეა განვითარებული. ასეთია მაგ., არყი, თხილი, მუხა, ფიჭვი, ნაძვი, სიმინდი, კიტრი. ერთსახლიანი მცენარეებია აგრეთვე მრავალი ხავსი და წყალმცენარე, რომელთა მამრობითი და მდედრობითი სასქესო ორგანოები ერთ ინდივიდზეა განლაგებული. შეადარეთ ორსახლიანი მცენარეები, მრავალსახლიანი მცენარეები.

ლიტერატურა

რედაქტირება