ამბერკი იერაპოლელი

წმინდა ამბერკი იერაპოლელი (ბერძ. Αβέρκιος) — მოციქულთასწორი, იერაპოლისის ეპისკოპოსი II საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის იმპერატორობის (161–180) დროს, სასწაულთმოქმედი. მართლმადიდებელ ეკლესიაში ხსენების დღე 22 ოქტომბერი.

წმ. ამბერკის ცხოვრება შედგენილია V ან VI საუკუნეში, რომლის 50–მდე ხელნაწერია ჩვენამდე შემორჩენილი (ყველა ბერძნულად). მასში მოთხრობილია, რომ ამბერკი ბაძავდა მოციქულ პავლეს, ბევრს მოგზაურობდა რომში, სირიასა და მესოპოტამიაში, სადაც ქადაგებითა და სასწაულებით ბევრი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. ზოგიერთ ხელნაწერში იგი მოიხსენიება, როგორც მოციქულთასწორი.

გარდაიცვალა დაახ. 167 წ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Albany James, Christie (1867), "Abercius", in Smith, William, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, 1, pp. 2, http://www.ancientlibrary.com/smith-bio/0011.html დაარქივებული 2005-07-28 საიტზე Wayback Machine.
  • Holweck, F. G., A Biographical Dictionary of the Saints. St. Louis, MO: B. Herder Book Co., 1924.
  • Православная энциклопедия. Т.1. С.132
  • Беляев, Л.А. Христианский древности: Введение в сравнительное изучение. – СПб., 2001. – С. 110
  • Ф.В.Фаррар. Жизнь и труды Святых Отцов и Учителей Церкви: в 2-х тт. – Т.1. – репринт.: СПб, 1902. – С.8