მოციქულთასწორი
მოციქულთასწორი (ბერძ. Ισαπόστολος, ლათ. aequalis apostolis) — იმ წმინდანთა სახელწოდება, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სახარების ქადაგებისა და ქრისტიანობაზე ხალხების მოქცევის საქმეში.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთასწორს უწოდებს:
- მარიამ მაგდალინელს (I საუკუნე. ხსენება 9 აპრილს, 4 მაისს, 22 ივლისს),[1]
- პირველმოწამე თეკლას (I-II საუკუნეები. ხს. 24 სექტემბერს);
- წმინდა ამბერკი იერაპოლელს (II საუკუნე. ხს. 22 ოქტომბერს);[2]
- წმინდა მეფე კონსტანტინეს (დაახ. 272–337) და დედამისს , დედოფალ ელენეს (დაახ. 250–330. ხს. 6 მარტს, 21 მაისს);
- ქართველთა განმანათლებელ წმინდა ნინოს (დაახ. 301–332. ხს. 14 იანვარს, 1 ოქტომბერს);
- სლავთა განმანათლებლებს კირილე და მეთოდეს (შესაბამისად, 827–869 და 826–885. ხს. 14 თებერვალს, 6 აპრილს, 11 მაისს, 27 ივლისს);
- რუსეთის მთავარ ვლადიმირს (დაახ. 958–1015 წწ. ხს. 15 ივლისს) და მის ბებიას, ოლღას (დაახ. 890–969. ხს. 11 ივლისს);
- წმინდა ნიკოლოზს, იაპონიის არქიეპისკოპოსს (1836-1912 წწ. ხს. 3 თებერვალს).
სქოლიორედაქტირება
- ↑ წმინდანთა ხსენების დღეები აქაც და ქვემოთაც მოცემულია ძველი სტილით.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2012-09-05.